Skip to main content

მონიტორინგი და მკურნალობა

მსოფლიოს წამყვანი ქრონიკული დაავადებები

მონიტორინგი და მკურნალობა

მსოფლიოს წამყვანი ქრონიკული დაავადებები

ინფორმაცია ჯანმრთელობაზე

გულ-სისხლძარღვთა - რესპირატორული - ცხელება

ქვემოთ მოცემულია ხშირად დასმული კითხვების ჩამონათვალი. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.

გულ-სისხლძარღვთა დაავადება

გულ-სისხლძარღვთა დავაადებების კლასი მოიცავს გულს ან სისხლძარღვებს. გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს მიეკუთვნება კორონარული არტერიის დაავადებები (CAD), როგორიცაა სტენოკარდია და მიოკარდიუმის ინფარქტი (ე.წ გულის შეტევა). სხვა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებია: ინსულტი, გულის უკმარისობა, გულის ჰიპერტენზიული დაავადება, გულის რევმატიული დაავადება, კარდიომიოპათიები, გულის არითმია, გულის თანდაყოლილი მანკები, გულის სარქველის დაავადებები, კარდიტები, აორტის ანევრიზმა და სხვ.
რა არის სისხლის მაღალი წნევა?
სისხლის წნევა არის გულის ცემის დროს (სისტოლური წნევა) და გულის მოსვენებულ მდგომარეობაში (დიასტოლური წნევა) არტერიებში არსებული ზეწოლა. იზომება მილიმეტრ ვერცხლისწყალში. პაციენტს სისხლის მაღალი წნევა (ჰიპერტენზია) აქვს, როდესაც ზრდასრულის სისტოლური წნევა უდრის ან აღემატება 140 მმHg-ს, ხოლო დიასტულური 90 მმHg-ს. მაღალი სისხლის წნევა პირდაპირ ზრდის გულის კორონარული დაავადებებისა (რაც შემდგომში გულის შეტევას იწვევს) და ინსულიტის განვითარების რისკს, განსაკუთრებით როდესაც თან ახლავს სხვა რისკ-ფაქტორები.

მაღალი სისხლის წნევა შეიძლება ბავშვებსა და მოზარდებშიც შეგვხვდეს, მაგრამ უფრო ხშირია 35 წელს გადაცილებულ ადამიანებში. განსაკუთრებით ხშირია აფრიკო-ამერიკელებში, საშუალო და უფროსი ასაკისა პირებში, ჭარბწონინებში, ალკოჰოლის მომხმარებლებსა და კონტრაცეპტივების მომხმარებელ ქალებში. ჰიპერტენზია შეიძლება იყოს გენეტიკურიც. ასევე მისი ჩამოყალიბების რისკი მაღალია დიაბეტის, პოდაგრისა და თირკმლის დაავადებების მქონე პაციენტებში.

რა არის სისხლის მაღალი წნევის სიმპტომები?
სისხლის მაღალ წნევას ხანდახან ჩუმ მკვლელს უწოდებენ, რადგან ძირითად შემთხვევებში თვალსაჩინო სიმპტომები არ გააჩნია. ადამიანების უმეტესობამ არ იცის, რომ მაღალი წნევა აქვს. სწორედ ამიტომაა აუცილებელი წნევის რეგულარულად გაზომვა.

რა იწვევს სისხლის მაღალ წნევას?
მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი გამომწვევი მიზეზი არ არის დადგენილი, სხვადასხვა მდგომარეობებმა - მაგალითად, ნაკლებმა ვარჯიშმა და ფიზიკურმა უმოქმედობა, ცუდმა კვებამ, ასაკმა და გენეტიკამ - შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერტენზია.

რა არის სისტოლური და დიასტოლური სისხლის წნევა?
სისხლის წნევა იზომება მილიმეტრ/ვერცლისწყალში და აისახება როგორც სისტოლური წნევა, ანუ გულის ცემის პროცესში არტერიის კედლებზე სისხლის მიმოქცევის სიმძლავრე, და დიასტოლური წნევა, ანუ სისხლის წნევა, ყოველი გულისცემის შუალედში. მაგალითად, სისხლის წნევა 120/80 მმHg ან ‘120/80-ზე’- სისტოლური წნევა არის 120, ხოლო დიასტოლური 80.

რამდენია სისხლის წნევის ნორმა?
სისხლის მაღალი წნევის პრევენციის, დეტექციის, შეფასებისა და მკურნალობის გაერთიანებულმა ეროვნულმა კომიტეტმა სისხლის წნევის მაჩვენებლები რამდენიმე კატეგორიად დაყო:
  • "ნორმალური წნევა": სისტოლური წნევა ნაკლებია 120-ზე და დიასტოლური წნევა 80 მმHg-ზე
  • "პრე-ჰიპერტენზიული": სისტოლური წნევა 120-139 , დიასტოლური წნევა 80-89 მმHg.
  • "პირველი სტადიის ჰიპერტენზია": სისტოლური წნევა 140-159 ან უფრო მაღალი , დიასტოლური აღემატება 90-99 მმHg -ს
  • "მეორე სტადიის ჰიპერტენზია": სისტოლური წნევა უდრის ან აღემატება 160-ს , დიასტოლური წნევა უდრის ან აღემატეა 100-ს
ჯანმრთელობის რომელი პრობლემებია ასოცირებული სისხლის მაღალ წნევასთან?
ჯანმრთელობის რამდენიმე სერიოზული პრობლემა უკავშირდება სისხლის მაღალ წნევას, მათ შორის:
  • ათეროსკლეროზი: არტერიების დაავადება, რომლის დროსაც სისხლძარღვის შიდა კედლებში ფოლაქები ანუ ცხიმოვანი მასა ლაგდება. ჰიპერტენზია, ზედმეტი წნევისა და ზეწოლის ფონზე, ხელს უწყობს აღნიშნული მასის დაგროვებას.
  • გულის დაავადებები: გულის უკმარისობა (როდესაც გული ვერ ტუმბავს საკმარის სისხლს), გულის იშემიური დაავადება (როდესაც გულის ქსოვილი საკმარის სისხლს ვერ ღებულობს) და ჰიპერტენზიული ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია (გადიდებული გული) ასევე ასოცირებულია სისხლის მაღალ წნევასთან
  • თირკმლის დაავადებები: ჰიპერტენზიამ შესაძლოა დააზიანოს ის სისხლძარღვები და ფილტრები, რომლებიც ეხმარება თირკმელს მავნე ნივთიერებების ექსკრეციაში.
  • ინსულტი: ჰიპერტენზიამ შესაძლოა ინსულტი გამოიწვიოს, ათეროსკლეროზის ჩამოყალიბების ხელშეწყობით (რაც სისხლძაღვების ბლოკირებას ან თრომბებს იწვევს) ან სისხლძარღვის კედლების დასუსტებებითა და სისხლძარღვის გაწყვეტით
  • მხედველობის დაავადებები: ჰიპერტენზიამ შესაძლოა ბადურის უმცირესი სისხლძარღვები დააზიანოს.
როგორ გავიგო, მაქვს თუ არა მაღალი წნევა?
სისხლის მაღალ წნევას ხშირად სიმპტომები არ გააჩნია, ამიტომ როგორც წესი ვერც კი შეიგრძნობთ. ამ მიზეზის გამო, ჰიპერტენზიის აღმოჩენა ხდებ ექიმისა ან პროფესიონალის მიერ რუტინული შემოწმებისას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ თქვენი ოჯახის წევრს ჰიპერტენზია ან ჰიპერტენზიის გამომწვევი რისკ-ფაქტორები აქვს. თუ თქვენი სისხლის წნევა უკიდურესად მაღალია, ამ დროს შეიძლება ძლიერი თავის ტკივილი, გულ-მკერდის ტკივილი და გულის უკმარისობა გამოვლინდეს (განსაკუთრებით ჰაერის უკმარისობა და ფიზიკური დატვირთვის აუტანლობა). თუ გაქვთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე , აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

რეკომენდებული სისხლის წნევების დონეებია:

Blood Pressure Category Systolic (mmHG)   Diastolic (mmHG)
Optimal < 120 and < 80
Normal 120-129 or 80-84
High-normal 130-139 or 85-89
Grade 1 Hypertension (mild) 140-159 or 90-99
Grade 2 Hypertension (moderate) 160-179 or 100-109
Grade 3 Hypertension 180 or higher or 100 or higher

როგორ ვითარდება სისხლის მაღალი წნევა?
თქვენი გული სისხლს ტუმბავს სხეულის არტერიებში. გულიდან გამომავალი სისხლძარღვები ,მსხვილი არტერიები, თანდათანობით პატარა არტერიებად - არტერიოლებად გარდაიქმნება. არტერიოლები შემდეგ უფრო პატარა სისხლძარღვებში - კაპილარებში გრძელდება, კაპილარები კი სხეულის ყველა ორგანოს ჟანგბადითა და საკვები ნივთირებებით ამარაგებს.

სისხლი შემდგომ კვლავ გულში ბრუნდება ვენების მეშვეობით. გარკვეული ნერვული იმპულსები იწვევს არტერიების გაფართოებასა (გადიდებას) ან შეკუმშვას (დაპატარავებას). თუ სისხლძარღვი გაფართოებულია, ამ დროს სისხლი უფრო მარტივად მიედინება. თუ შევიწროებულია, სისხლს უჭირს მიმოქცევა და სისხლძარღვში წნევა მატულობს. ამ დროს შეიძლება ჩამოყალიბდეს სისხლის მაღალი წნევა , რომლის დროსაც გული ზედმეტად იტვირთება და სისხლძარვები ზიანდება.

ტვინისა და თირკმლის სისხლძარვების გამტარიანობის ცვლილებამ შეიძლება ამ ორგანოების დაზიანება გამოიწვიოს. თქვენს გულს, ტვინსა და თირკმლებს ხანგრძლივი დროის პერიოდში შეუძლია მაღალ წნევას გაუძლოს. ამიტომ შეიძლება მრავალი წელი სიმპტომების ან მავნე ეფექტების გარეშე იცხოვროთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ თქვენი ჯანმრთელობა არ ზიანდება. სისხლის მაღალი წნევა ინსულტის, გულის შეტევის, გულის უკმარისობისა და თირკმლის დაზიანების ერთ-ერთი მთავარი რისკ-ფაქტორია.

რა გავლენა აქვს სხეულზე სისხლის მაღალ წნევას?
სისხლის მაღალი წნევა ტვირთავს გულსა და არტერიებს. გული უფრო ძლიერად ტუმბავს სისხლის და ამ დროს სისხლძარღვებში მაღალი წნევით მიედინება სისხლი. თუ ხანგრძლივი დროის განვმალობაში შენარჩუნდება მაღალი წნევა, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ გული და არტერიები გამართულად არ მუშაობს. ასევე შეიძლება დაზიანდეს სხეულის სხვა ორგანოებიც. მაღალია ინსულტის, გულის უკმარისობის, თირკმლის უკმარისობისა და გულის შეტევის რისკი. როდესაც სისხლის მაღალ წნევას ახლავს ჭარბწონიანობა, სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე, თამბაქოს მოხმარება ან დიაბეტი, ამ დროს გულის შეტევისა და ინსულტის რისკი განსაკუთრებით მატულობს.

რაც შეეხება სისხლის დაბალ წნევას?
გარკვეული მაჩვენებლების ფარგლებში, რაც უფრო დაბალია სისხლის წნევა, მით უკეთესი ადამიანისთვის. ძირითადად, სისხლის წნევა საგანგაშოდ დაბლად არ მიიჩნევა მანამ, სანამ ისეთ სიმპტომებს არ იწვევს, როგორიცაა თავბრუსხვევა ან გულის წასვლა. ზოგიერთი დაავადების დროს შესაძლოა სისხლის წნევა ძალიან დაბალი იყოს, ასეთი დაავადებებია:
  • გარკვეული ნერვული ან ენდოკრინული დაავადებები
  • ხანგრძლივი წოლითი რეჟიმი
  • დაბალი სისხლის მოცულობა სისხლდენის ან დეჰიდრატაციის ფონზე

იდეალურ სისხლის წნევად ითვლება 120/80 mmhg-ზე დაბალი მაჩვენებლები. ამ მონაცემებზე მაღალი წნევა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს ზრდის. თუ თქვენ უჩვეულოდ დაბალი წნევა გაქვთ, მიმართეთ ექიმს.

რა შეიძლება გააკეთოთ რისკის შესამცირებლად?
არსებობს რამდენიმე ნაბიჯი სისხლის წნევის ნორმის ფარგლებში მოსაქცევად:
  • რეგულარულად გაიზომეთ სისხლის წნევა
  • ჯანსაღად იკვებეთ
  • შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა
  • იყავით ფიზიკურად აქტიურები
  • შეამცირეთ ალკოჰოლის მოხმარება
  • არ მოწიოთ (თამბაქო)
  • თავიდან აიცილეთ ან იმკურნალეთ დიაბეტი
არის თუ არა სისხლის დაბალი წნევა საშიში?
სისხლის მაღალი წნევისგან განსხვავებით, დაბალი წნევა, თუ სიმპტომები არ ვლინდება, არ მოითხოვს სასწრაფო ყურადღებას. სისხლის დაბალი წნევის დიაგნოზის დასასმელად მნიშვნელოვანია ამ მდგომარეობისათვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობა. მანამდე კი ექიმები ძირითადად სისხლის დაბალი წნევის მონაცემებს ნორმალურ წნევად მიიჩნევენ. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ზოგიერთ ადამიანს შეიძლება სხვებთან შედარებით უფრო დაბალი წნევა ჰქონდეს და მაინც სრულიად ჯანმრთელი იყოს.


ძირითადად რა იწვევს სისხლის დაბალ წნევას?
სისხლის დაბალი წნევას შეიძლება სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს. დადგენილია, რომ ანესთეზიის დროს გამოყენებული მედიკამანტები იწვევენ სისხლის დაბალ წნევას. ასევე, სისხლის დანაკარგი ოპერაციის დროს ან გადაუდებელი მდგომარეობის დროს. ზოგიერთი ანტიჰიპერტენზიული (მაღალი წნევის სამკურნალო) წამალი ასევე იწვევს სისხლის დაბალ წნევას, როგორც გვერდითი მოვლენა. განსაკუთრებით საყურადღებოა შარდმდენი საშუალებები. თუ ხდება ამ წამლების ჭარბი გამოყენება , სისხლის წნევა შეიძლება საშიშ დონემდე დავარდეს.

მომატებული სისტოლური წნევის მკურნალობის დროს შესაძლოა დიასტოლური წნევის მკვეთრი ვარდნა, განსაკუთრებით ასაკოვან პაციენტებში. სისხლის წნევის დავარდნა შეიძლება პაციენტის სიცოცხლისათვისაც კი იყოს საშიში. სხვა მდგომარეობები და დაავადებები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს წნევის ვარდნა არის დიაბეტი, გულის წასვლა და დეჰიდრატაცია. ქალებში სისხლის დაბალი წნევა შეიძლება უკავშირდებოდეს ცხელ ამინდს ან დიეტას.

რამდენად მნიშვნელოვანია სისხლის წნევის მონიტორინგი სახლის პირობებში? რა არის ‘თეთრი-ხალათის’ ეფექტი?
წინა წლებში, ადამიანების უმრავლესობა სისხლის წნევის გასაზომად ექიმებს მიმართავდა. ეს იმას ნიშნავს, რომ წნევის გაზომვისთვის უწევდათ საავადმყოფოებში, კლინიკებში და ექიმებთან რეგულარული ვიზიტი.დღესდღეობით, ტექნოლოგიების განვითარების ფონზე ადამიანებს შეუძლიათ სახლის პირობებში გაიზომონ სისხლის წნევა. ეს განვითირება ძალიან მნიშვნელოვანია სისხლის წნევის სამყაროში.

სახლის პირობებში წნევის გაზომვა ექიმებს ეხმარება პაციენტთა ჰიპერტენზიის მართვაში. სახლის პირობებში სისხლის წნევის გაზომვა ასევე ეხმარება ხშირ პრობლემას რომელსაც ‘თეთრი-ხალათის’ სინდრომს უწოდებენ. ეს მოიცავს მომატებულ მაჩვენებლებს შფოთვისა და შიშის ფონზე ექიმის კაბინეტში.სახლის პირობებში გაზომვის კიდევ ერთი უპირატესობა დილის ჰიპერტენზიის მარტივად აღმოჩენაა, რომელიც იმდენად ადრე ვლინდება დილაობით, რომ ექიმები ვერ შეძლებენ მის დაფიქსირებას. თუმცა ამისთვის აუცილებელია სპეციალური აპარატი და განსაკუთრებული ტექნოლოგია.

მკლავის აპარატი თუ მაჯის?
ორივე ტიპის აპარატით ვღებთ ზუსტ და სანდო შედეგებს. მკლავის საზომი წნევის აპარატები უფრო ტრადიციულია და იდეალურია სახლის პირობებისთვის, ხოლო მაჯის აპარატი შედარებით პატარაა და პრაქტიკულია მგზავრობის დროს.

SpO2 & Heart rate

The World Health Organization (WHO) and the International Association of Cardiologists emphasize that regular measurement of heart rate is especially recommended for adults over 50 years as a preventive action to aid in early detection of cardiovascular disease or aggravation of the existing disease. A home-use pulse oximeter can serve as valid instruments for the assessment of heart rate in healthy adults.
Which conditions affect the Oxygen Saturation?
Blood disorders, circulatory problems, and lung issues may negatively affect your blood oxygen saturation level, as they may prevent you from adequately absorbing or transporting oxygen. Examples of conditions that can affect your O2 saturation level include:
  • Chronic obstructive pulmonary disease (COPD), including emphysema and chronic bronchitis
  • Asthma
  • Collapsed lung (pneumothorax)
  • Anemia
  • Heart disease (In relate to BPM, ex: PARR function)
  • Pulmonary embolism
  • Congenital heart defects
How to measure Blood Oxygen?
The most common method of measuring oxygen saturation is pulse oximetry. It is an easy, painless, non-invasive method wherein a probe is placed on the fingertip or earlobe to measure the oxygen saturation indirectly.
Why measure SpO2?
Measurement of oxygen saturation is particularly important for patients with health conditions that can reduce the level of oxygen in the blood. These conditions include chronic obstructive pulmonary disease (COPD), asthma, pneumonia, lung cancer, anemia, heart failure, heart attack, and other cardiopulmonary disorders. For adults, the normal range of SpO2 is 95 – 100%. A value lower than 90% is considered low oxygen saturation, which requires external oxygen supplementation.
What happens when oxygen saturation is low?
The most common symptoms of hypoxemia include headache, rapid heart rate, coughing, shortness of breath, wheezing, confusion, and blueness of the skin and mucus membranes (cyanosis). A drop in oxygen saturation below the critical level should be treated with oxygen supplementation. Depending on the severity of the condition, a physician can prescribe supplemental oxygen, which has the most direct effect on the oxygen saturation level. Under clinical use, technical mishaps such as circuit disconnection, airway dislodgement or obstruction, or inadequate oxygen administration were identified sooner and providers could respond before adverse events occurred.
How to improve blood oxygen levels?
Eating a healthy and balanced diet can also help improve blood oxygen saturation. Since iron deficiency is one of the major causes of low oxygen saturation, eating foods that are rich in iron, such as meat, fish, kidney beans, lentils, and cashew nuts, can be helpful.

დიაბეტი

შაქრიანი დიაბეტი არის მეტაბოლური დარღვევების ერთობლიობა, რომელიც ხასიათდება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სისხლში შაქრის მაღალი დონით. სისხლში შაქრის მაღალი დონე განაპირობებს შემდეგ სიმპტომებს: ხშირი შარდვა, გაძლიერებული წყურვილისა და შიმშილის შეგრძნება. მკურნალობის გარეშე დიაბეტმა შეიძლება არაერთი გართულება გამოიწვიოს. შესაძლოა განვითარდეს შემდეგი მწვავე გართულებები: დიაბეტური კეტოაციდოზი, ჰიპერსომოლარული ჰიპერგლიკემიური მდგომარეობა, ან სიკვდილი. დიაბეტის სერიოზული გრძელვადიანი გართულებებია: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ინსულტი, თირკმლის ქრონიკული დაავადებები, ტერფის წყლულები და თვალების დაზიანება
რა არის დიაბეტი?
დიაბეტი დაავადებაა, რომლის დროსაც ადამიანის სისხლში გლუკოზის, იგივე შაქარის შემადგენლობა არის ნორმაზე მაღალი. გლუკოზა ენერგიის მთავარი წყაროა , რომელსაც ორგანიზმი საკვებისგან მოიპოვებს. ინსულინი ჰორმონია, რომელსაც პანკრეასი გამოყოფს. ის ორგანიზმს ეხმარება საკვებიდან მიღებული გლუკოზის ენერგიის წყაროდ გამოყენებაში.

ხანდახან ორგანიზმი ვერ გამოყოფს საკმარის ინსულინს (ან საერთოდ ვერ გამოყოფს) ან ვერ იყენებს მას დანიშნულებისამებრ. ამ დროს გლუკოზა რჩება ორგანიზმში და ვერ აღწევს უჯრედებამდე. დროთა განმავლობაში, გლუკოზის დაგროვება ორგანიზმში იწვევს ჯანმრთელობის პრობლემებს. მიუხედავად იმისა, რომ დიაბეტი არ იკურნება, პაციენტისთვის შესაძლებელია მისი მართვა და ჯანმრთელობის შენარჩუნება.

რა არის დიაბეტის სიმპტომები?
დიაბეტის სიმპტომებია::
  • გაძლიერებული წყურვილის შეგრძნება და შარდვა
  • გაძლიერებული შიმშილის შეგრძნება
  • დაღლილობა
  • მხედველობის გაორება
  • მგრძნობელობის დაქვეითება ხელებსა და ფეხებში
  • ჭრილობები, რომლებიც არ ხორცდება
  • უჩვეულო წონის კლება
პირველი ტიპის დიაბეტის სიმპტომები სწრაფად ვითარდება - რამდენიმე კვირაში. მეორე ტიპის დიაბეტის სიმპტომები ხშირად ნელა ვითარდება-წლების განმავლობაში. რიგ შემთხვევებში მეორე ტიპის დიაბეტის სიმპტომები შესაძლოა ვერც კი შეამჩნიოთ. მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებულების უმრავლესობას სიმპტომები არ აღენიშნებათ. ზოგჯერ პაციენტები მხოლოდ მაშინ იგებენ, რომ დიაბეტი აქვთ, როცა ამ დაავადების თანმხლები პრობლემები შეაწუხებთ, როგორიცაა მხედველობის გაორება ან გულთან დაკავშურებული პრობლემები

რამდენი ტიპის დიაბეტი არსებობს?
დიაბეტის ყველაზე გავრცელებული ტიპებია პირველი ან მეორე ტიპი და გესტაციური დიაბეტი.

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 - თუ თქვენ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1, თქვენი ორგანიზმი ვერ წარმოქმნის ინსულინს. თქვენი იმუნური სისტემა უტევს და ანადგურებს პანკრეასის უჯრედებს, რომლებიც გამოყოფს ინსულინს. დიაბეტი ტიპი 1 ძირითადად უვითარდებათ ბავშვებსა და მოზარდებს, თუმცა მისი განვითარება ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი. ამ ტიპის დიაბეტით დაავადებულმა პაციენტებმა ყოველ დღე უნდა მიიღონ ინსულინის გარკვეული დოზა.

Tშაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 - თუ თქვენ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, თქვენი ორგანიზმი ვერ წარმოქმნის ან იყენებს ინსულინს დანიშნულებისამებრ. დიაბეტი ტიპი 2 შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერ ასაკში, თუმცა ხშირ შემთხვევაში ვითარდება საშუალო ასაკის შემდეგ. თუ თქვენ გქონდათ გესტაციური დიაბეტი, იზრდება ალბათობა, რომ მოგვიანებით აღმოგაჩნდეთ დიაბეტი ტიპი 2. რიგ შემთხვევებში, ორსულობის დროს აღმოჩენილი დიაბეტი სწორედ მეორე ტიპის დიაბეტია.

გესტაციური დიაბეტი - გესტაციური დიაბეტი უვითარდებათ ქალებს, რომლებიც ორსულად არიან. ძირითადად, ამ ტიპის დიაბეტი ბავშვის დაბადების შემდეგ ქრება, თუმცა თუ თქვენ გქონდათ გესტაციური დიაბეტი, იზრდება ალბათობა, რომ მოგვიანებით განგივითარდეთ დიაბეტი ტიპი 2. რიგ შემთხვევებში, ორსულობის დროს აღმოჩენილი დიაბეტი სწორედ მეორე ტიპის დიაბეტია.

დიაბეტის სხვა ტიპები - ნაკლებად გავრცელებული ტიპებია: მონოგენური დიაბეტი , რომელიც გენური მუტაციის შედეგად მიიღება და კისტურ ფიბროზთან დაკავშირებული დიაბეტი.

დიაბეტი ტიპი 1 - რა იწვევს მას?
დიაბეტი ტიპი 1 ვითარდება, როცა თქვენი იმუნური სიტემა, ანუ ორგანიზმის თავდაცვის სისტემა ინფექციის წინააღმდეგ, უტევს და ანადგურებს პანკრეასის ბეტა უჯრედებს, რომლებიც წარმოქნმნიან ინსულინს. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ პირველი ტიპის დიაბეტს იწვევს გენეტიკა და გარემო ფაქტორები, როგორიცაა მაგალითად, ვირუსები, რომლებმაც შესაძლოა გაააქტიუროს დაავადება. კვლევები, როგორიცაა TrialNet მუშაობენ პირველი ტიპის დიაბეტის გამომწვევი მიზეზის აღმოჩენაზე, მისი პრევენციის ან შენელების გზებზე.

დიაბეტი ტიპი 2- რა იწვევს მას?
ჭარბწონიანობა და არასაკმარისი ფიზიკური დატვირთვა - მეტია ალბათობა, განგივითარდეთ დიაბეტი ტიპი 2, თუ არ ხართ ფიზიკურად აქტიური და გაწუხებთ ჭარბი წონა.

ჭარბწონიანობა და არასაკმარისი ფიზიკური დატვირთვა - მეტია ალბათობა, განგივითარდეთ დიაბეტი ტიპი 2, თუ არ ხართ ფიზიკურად აქტიური და გაწუხებთ ჭარბი წონა. ზედმეტი წონა ხშირია მეორე ტიპის დიაბეტის დროს და ხანდახან იწვევს ინსულინისადმი რეზისტენტობას. სხეულის ცხიმის განაწილებაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს მეორე ტიპის დიაბეტის ჩამოყალიბებაში: ზედმეტი ცხიმი მუცლის არეში დაკავშირებულია ინსულინ-რეზისტენტულობასთან და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან. თუ გნებავთ შეამოწმოთ, ხართ თუ არა თქვენი წონის მიხედვით დიაბეტი ტიპი 2-ის რისკ ჯგუფში, გადახედეთ სხეულის მასის ინდექსის (BMI) ცხრილებს.

ინსულინრეზისტენტობა - დიაბეტი ტიპი 2 ძირითადად იწყება ინსულინრეზისტენტობით. ამ დროს კუნთი, ღვიძლი და ცხიმის უჯრედები ვერ იყენებენ ინსულინს დანიშნულებისამებრ. ამის შედეგად, ორგანიზმს სჭირდება მეტი ინსულინი იმისთვის, რომ უჯრედებს გლუკოზა მიაწოდოს. თავდაპირველად პანკრეასი გამოყოფს მეტ ინსულინს, რომ დააკმაყოფილოს ორგანიზმის გაზრდილი მოთხოვნა. დროთა განმავლობაში, პანკრეასი ვეღარ გამოყოფს საკმარის ინსულინს და სისხლში გლუკოზის დონე იმატებს.

ვინ არის დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების რისკ-ჯგუფში?
მეტია ალბათობა, განგივითარდეთ დიაბეტი ტიპი 2, თუ თქვენი ასაკი 45 წელს აღემატება, თქვენს ოჯახურ ისტორიაში არის დიაბეტი, ან გაწუხებთ ჭარბი წონა. არასაკმარისი ფიზიკური დატვირთვა და სისხლის მაღალი წნევა ასევე ზრდის დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების შანსს. გარდა ამისა, ალბათობა იზრდება თუ გაქვთ პრედიაბეტი ან ორსულობისას გქონდათ გესტაციური დიაბეტი. გაიგეთ მეტი დიაბეტი ტიპი 2-ის რისკ ფაქტორების შესახებ.

ჯანმრთელობის რომელი პრობლემები შეიძლება შეექმნას დიაბეტით დაავადებულ ადამიანს?
დროთა განმავლობაში, მაღალი შაქარი იწვევს შემდეგ პრობლემებს:
  • გულის დაავადება
  • ინსულტი
  • თირკმლის დაავადება
  • თვალის პრობლემები
  • პირის ღრუს პრობლემები
  • ნერვების დაზიანება
  • ტერფის პრობლემები


ცხელება

ცხელება არის სხეულის ერთ-ერთი დაცვითი მექანიზმი. როდესაც ბაქტერია ან ვირუსი აღწევს სხეულში და არღვევს მის ფუნქციას , სხეულის დაცვითი მექანიზმი და იმუნური სისტემა აქტიურდება. ასეთ დროს, ტვინის ცენტრალური ნერვის საშუალებით სხეულის ტემპერატურა მატულობს. მაღალი ტემპერატურა აჩქარებს მეტაბოლიზმს და ხელს უშლის პათოგენების გამრავლებას.
რამდენია ‘ნორმალური ტემპერატურა’?
‘ნორმალური ტემპერატურა’ საშუალოდ 37 °C (98.6 ° F)-ის ფარგლებშია, თუმცა ნორმა ყველა ადამიანისთვის განსხვავებულია. ტემპერატურა იცვლება ასაკთან ერთად და დღის მონაკვეთებს შორისაც. ყველაზე დაბალი სხეულის ტემპერატურა არის დილით, ყველაზე მაღალია საღამოს და ოდნავ დაბალი ღამით.

რატომ უნდა გავიზომოთ სხეულის ტემპერატურა?
სამედიცინო თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია სხეულის ტემპერატურის გაზომვა, რადგან არაერთი დაავადებისთვისაა დამახასიათებელი ტემპერატურის ცვლილებები. ასევე, სხეულის ტემპერატურის გაზომვასთან ერთად შესაძლებელია დაავადების პროგრესირების მონიტორინგი და მკურნალობის ეფექტურობის დადგენა ექიმის მიერ. ცხელება არის კონკრეტული დაავადების სტიმულით გამოწვეული რეაქცია, რომლის დროსაც დადგენილი ტემპერატურის კონტროლის ცენტრი იცვლება, რათა ხელი შეუწყოს დაავადების დროს სხეულის დაცვითი მექანიზმების ამოქმედებას. ცხელება სხეულის ტემპერატურის პათოლოგიური (დაავადებით გამოწვეული) მომატების ყველაზე ხშირი ფორმაა.

რამდენად ზუსტია თერმომეტრის მაჩვენებლები?
ტემპერატურის გაზომვისას მნიშვნელოვანია განსხვავება დაფიქსირდეს თერმომეტრის ტექნიკურ სიზუსტესა და კლინიკურ სიზუსტეს შორის. ტექნიკური სიზუსტე დგინდება თერმომეტრის იდეალური მდგომარეობის გარანტიით და ინსტუმენტის ხარისხის შესაბამისობით ტექნიკურ სტანდარტებთან. მაღალი ხარისხის თერმომეტრებისათვის დადგენილია +/- 0.1°C სიზუსტე როგორც საუკეთესო სტანდარტი. მომხმარებელმა უნდა გაარჩიოს ტექნიკური სიზუსტე გაზომვის სიზუსტისაგან. მაჩვენებლის ცვლილება, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს გაზომვის ადგილითა და დროის ცვლილებით, დამოკიდებულია ფიზიოლოგიურ მიზეზებზე და არა თერმომეტრის არაზუსტ მუშაობაზე.

საიდან უნდა გავიზომოთ ტემპერატურა?
რექტალური - სხეულის ტემპერატურის ყველაზე სანდო მაჩვენებლის მიღება შესაძლოა თერმომეტრის მოათვასებით სწორ ნაწლავში. ეს გაზომვა ზუსტია და ნაკლებია ცდომილება. ნორმალური დიაპაზონი დაახლოებით: 36.2-37.7 °C ფარგლებში მერყეობს.

ვაგინალური - რექტალურ მაჩვენებლებთან შედარების ქალებში ტემპერატურის ვაგინალური გზით გაზომვა შედარებით დაბალ შედეგებს აჩვენებს 0.1°C 0.3°C. -ით.

ყური - ყურის ტემპერატურის გაზომვა შესაძლებელია ინფრაწითელი სენსორით. თერმომეტრის თავი თავსდება ყურის არხში და შედეგები 1 წამში ვლინდება! სიცხის გაზომვის ეს მეთოდი გარდა იმისა, რომ მოსახერხებელია, ძალიან სანდოა ,თუკი მისი სიზუსტე კლინიკურადაა დამტკიცებული. გამორჩეული დიზაინისა და ხარისხის ყურის თერმომეტრი ზუსტად ზომავს შედეგებს. თავის ოპტიმიზირებული ფორმა განაპირობებს შედეგების სანდოობის ჩვილებსა და ბავშვებში.

ორალური - პირის ღრუში ტემპერატურის გაზომვა ხდება ბუკალური (ლოყის შიდა) გაზომვის მეშვეობით ან სუბლინგუალური გზით (ენის ქვეშ). ორივე გაზომვის მეთოდი რექტალურ ტემპერატურასთან შედარებით უფრო დაბალ მაჩვენებლებს აფიქსირებს 0.3°C-0.8°C . სუბლინგუალური (ენის ქვეშ) გაზომვის მეთოდი უფრო ზუსტია, ვიდრე ბუკალური (ლოყის შიდა).

შუბლი - სხეულის ტემპერატურის გაზომვისთვის შუბლის ტემპერატურა ყველაზე ნაკლებად ინვაზიური და კომფორტული გზაა. უბრალოდ მოათავსეთ თერმომეტრი პაციენტის შუბლთან და ინფრაწითელი სენსორი აღიქვავს უმაღლეს მაჩვენებელს , ხოლო მეორე სენსორი ზომავს გარემოს ტემპერატურას. ამ ორ მაჩვენებელს შორის სხვაობა გაანალიზდება და კლინიკურად დამტკიცებული ბალანსის მეშვეობით , სხეულის ტემპერატურა გამოისახება LCD ეკრანზე.

იღლიის ქვეშ - სხეულის ზედაპირის ტემპერატურის გაზომვა კლინიკურად ხდება იღლიის ქვეშ (აქსილარული გაზომვა) და საზარდულში. ორივე შემთხვევაში, კიდურას ეჭდება სხეული, რომ გარემოს ტემპერატურის გავლენა შემცირდეს. გაზომვის ამ გზას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. რექტალურთან შედარებით მოზრდილებში აქსილარული გაზომვა 0.5 °C- 1.5 °C უფრო დაბალ მაჩვენებლებს აფისირებს, ჩვილებში კი მონაცემთა შორის სხვაობა ბევრად უფრო მცირეა.

რა უნდა გავითვალისწინოთ ტემპერატურის გაზომვის დროს?
არსებითად მართალია, რომ შედეგი დამოკიდებულია იმაზე, თუ საიდან ვზომავთ ტემპერატურას. ამიტომ საზოგადოდ მიჩნეული კონსენსუსის მიუხედავად, უბრალოდ არ არსებობს ნორმალური ტემპერატურა. ამავდროულად, ჯანმრთელი ადამიანის სხეულის ტემპერატურა იცვლება ფიზიკური დატვირტვისა და დროის ცვლილებასთან ერთად. რექტალური ტემპერატურის შემთხვევაში 0.5 °C სხვაობა საღამოს ტემპერატურასთან შედარებით ფიზიოლოგიურად ითვლება.

სხეულის ტემპერატურა იმატებს ფიზიკური დატვირთვის დროს. უხეშად რომ ვთქვათ, განსხვავდება ცენტრალური და ზედაპირული ტემპერატურა. ზედაპირული ტემპერატურა იზომება კანის ზედაპირზე და წარმოადგენს სხეულის ცენტრალური ტემპერატურისა და გარემოს ტემპერატის ნაერთს. ცენტრალური ტემპერატურა იზომება სხეულის ღრუში თერმომეტრის მოთავსებით, რაც აღწერს მუკოზული (ლორწოვანი) ქსოვილის ტემპერატურას.

რესპირატორული დაავადება

რესპირატორული დაავადება სამედიცინო ტერმინია, რომელიც ადამიანის სასუნთქ სისტემაში მონაწილე ორგანოებისა და ქსოვილების პათოლოგიურ მდგომარეობას გულისხმობს. ეს პათოლოიგიური მდგომარეობები მოიცავს ზედა სასუნთქ გზებს, ტრაქეას, ბრონქებს, ბრონქიოლებს, ალვეოლებს, პლევრას, პლევრის ღრუს, სასუნთქ სისტემაში მონაწილე ნერვებსა და კუნთებს. რესპირატორული დაავადებების დიაპაზონი ვრცელდება მსუბუქი და თვითგანკურნებადიდან (როგორიც არის გაციება), სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობებამდე, (როგორიც არის ბაქტერიული პნევმონია, ფილტვის ემბოლია, მწვავე ასთმა და ფილტვის კიბო).
რა ხდება სუნთქვის დროს?
ჩვენ დღეში დაახლოებით 20,000-ჯერ ჩავისუნთავთ და ამოვისუნთავთ. ჩასუნთვის დროს, დიაფრაგმა ფართოვდება და ქვემოთ ექცევა, იქმნება ნაწილობრივი ვაკუუმი. ეს ვაკუუმი ისრუტავს შესუნთქულ ჰაერს ზედა და ქვედა რესპირატორულ არხებში. ამოსუნთქვის დროს, ფილტვები და გულ-მკერდი ბრუნდება საწყის პოზიციაში და ხდება ჰაერის ამოსუნთქვა რესპირატორული არხების მეშვეობით. რესპირაცია ტვინის რესპირატორული ცენტრის მიერ რეგულირდება და ზუსტად პასუხობს კონკრეტულ მომენტში სხეულის მეტაბოლურ მდგომარეობას (მაგალითად, ფიზიკური მოსვენებას ან აქტივობას).

რა არის ფილტვის ემფიზემა?
ფილტვის ემფიზემა ფილტვის მცირე ალვეოლების მუდმივი გადიდებაა. ამ დაავადებისთვის დამახასიათებელია ალვეოლარული ტომრების გასკდომა. ემფიზემის ყველა ტიპი მოიცავს სასუნთქ არხებთან დაკავშირებულ სირთულეებს.

რა არის ასთმა?
ასთმას ახასიათებს ხშირი სპაზმური ქოშინი და ჰაერის უკმარისობა. როგორც ქრონიკული ბრონქიტის დროს, ამ შემთხვევაშიც ვითარდება ბრონქების ანთება და ობსტრუქცია ფლეგმით, ამასთანავე ხდება სილიის კონგლუტინაცია. რესპირატორული არხები ზოგიერთ გამაღიზიანებელზე კუნთების სპაზმით რეაგირებს, ხშირად ისეთ ალერგენებზე როგორიცაა სახლის ან ყვავილის მტვერი, თუმცა სპაზმი სტრესითა და გარემოს დაბინძურებითაც შეიძლება იყოს გამოწვეული.

რა არის ბრონქიტი?
ბრონქიტის დროს ვითარდება ლორწოვანი გარსის ანთება. თუ პროცესი ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე გრძელდება, მაშინ მოიხსენიება, როგორც ქრონიკული ბრონქიტი. მუდმივი ხველა, დარღვეული სუნთვა, ზედმეტი ლორწოსა და ნახველის წარმოქმნა დაავადების დამახასიათებელი სიმპტომებია.

როგორ შეიძლება შევამსუბუქოთ რესპირატორული დაავადებების შედეგები?
რესპირატორულ დაავადებებთან ბრძოლა შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამომწვევი მიზეზის აღმოფხვრით - მაგალითად ყვავილის მტვერის და სახლის მტვერის თავიდან აცილებით. ასევე მკაცრად არის რეკომენდებული, რომ მოერიდოთ თამბაქოს მოწევას ან მწეველთა გარემოცვაში ყოფნას.

გსურთ მეტის გაგება?
გვეწვიეთ @