Skip to main content

როგორ მოვახდინოთ ინსულტის პრევენცია?

ინსულტის რისკის ადრეულ ეტაპზე სკრინინგის საშუალებით შესაძლებელია სიცოცხლის გადარჩენა. სიცოცხლის შემანარჩუნებელი შემდეგი 7 ნაბიჯი დაგეხმარებათ ინსულტის თავიდან აცილებაში. ინსულტის პრევენცია უნდა დაიწყოს დღეს, ნუ გადადებთ ხვალისთვის. დაიცავით თავი და თავიდან აიცილეთ ინსულტი, თქვენი ასაკისა თუ ოჯახის ისტორიის მიუხედავად.
ვერ დააბრუნებთ წლებს ან შეცვლით თქვენი ოჯახის ისტორიას, თუმცა არსებობს ინსულტის რისკის მრავალი სხვა ფაქტორი, რომელთა კონტროლიც შეგიძლიათ -
თუკი მათზე დროულად მიიღებთ ინფორმაციას
ჯანმოს შეფასებით, წელიწადში 17.5 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება გულსისხლძარღვთა დაავადებებით, როგორიცაა გულის შეტევა ან ინსულტი. სასიხარულოა, რომ ინსულტის 80%-ის პრევენცია შესაძლებელია. ცოდნა ძალაა - თუკი იცით, რომ კონკრეტული რისკფაქტორი თქვენს ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის და ინსულტისკენ მიდრეკილს გხდით, ამ რისკის შედეგების შესამსუბუქებლად შეგიძლიათ გარკვეული ზომების მიღება.

რა შეგიძლიათ გააკეთოთ?

სიცოცხლის შემანარჩუნებელი 7 ნაბიჯი

შეამცირეთ არტერიული წნევა

მაღალი არტერიული წნევა უდიდესი ფაქტორია, რაც აორმაგებს ან თუნდაც აოთხმაგებს ინსულტის რისკს, თუ იგი არ კონტროლდება.

უმკურნალეთ მოციმციმე არითმიას (Afib)

მოციმციმე არითმია არარეგულარული გულისცემის ფორმაა, რომელიც იწვევს გულში თრომბის წარმოქმნას.

უმკურნალეთ დიაბეტს

სისხლში მაღალი შაქარი დროთა განმავლობაში აზიანებს სისხლძარღვებს, რის გამოც თრომბები უფრო ხშირად წარმოიქმნება მათში.

აკონტროლეთ წონა

სიმსუქნე, ისევე როგორც მასთან დაკავშირებული გართულებები (მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი), ზრდის ინსულტის ალბათობას.

შეწყვიტეთ მოწევა

მოწევა აჩქარებს თრომბის წარმოქმნას რამდენიმე გზით. ის ასქელებს თქვენს სისხლს.

მეტი ივარჯიშეთ

ვარჯიში ხელს უწყობს წონის კლებასა და არტერიული წნევის დარეგულირებას, გარდა ამისა, ის თავისთავადვე ამცირებს ინსულტის რისკს.

შეამცირეთ ალკოჰოლის მიღება

ალკოჰოლის ძალიან მცირე რაოდენობით მიღებამ შესაძლოა შეამციროს ინსულტის რისკი.
უყურეთ Quickguide-ს
სიცოცხლის შემანარჩუნებელი 7 ნაბიჯი
გადმოწერეთ Quickguide
სიცოცხლის შემანარჩუნებელი 7 ნაბიჯი
1

შეამცირეთ არტერიული წნევა

მაღალი არტერიული წნევა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია , რაც აორმაგებს ან თუნდაც აოთხმაგებს ინსულტის რისკს, თუ იგი არ კონტროლდება. მაღალი წნევა მამაკაცებსა და ქალებში ინსულტის განვითარების რისკის უდიდესი წინაპირობაა. წნევის მონიტორინგი და მომატების შემთხვევაში მისი მკურნალობა, ყველაზე კარგი ნაბიჯია სისხლძარღვების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

შეამცირეთ არტერიული წნევა

შეინარჩუნეთ წნევა ნორმის ფარგლებში: სისტოლური 120-129 მმ ჰგ და დიასტოლური წნევა 80-89 მმ ჰგ.

როსმაქსის წნევის აპარატები

გაიზომეთ წნევა რეგულარულად როსმაქსის ფირმის წნევის აპარატით და დააკვირდით არტერიული წნევის დონეს.

როგორ შევამციროთ არტერიული
წნევის მაჩვენებლები?

  • შეამცირეთ მარილი თქვენს კვებით რაციონში, დღეში არაუმეტეს 1500 მილიგრამამდე (დაახლოებით ნახევარი ჩაის კოვზი).
  • მოერიდეთ მაღალი ქოლესტერინის შემცველ საკვებს, როგორიცაა ბურგერები, ყველი და ნაყინი.
  • ყოველდღიურად მიირთვით 4-5 ჭიქა ხილი და ბოსტნეული, თევზი კვირაში ორ ან სამჯერ და მარცვლეულისა და უცხიმო რძის პროდუქტის რამდენიმე ულუფა.
  • ივარჯიშეთ მეტი - დღეში მინიმუმ 30 წუთიანი აქტივობა ან მეტი, შეძლებესდაგვარად.
  • საჭიროების შემთხვევაში მიიღეთ წნევის წამლები.
2

მოციმციმე არითმიის მკურნალობა

მოციმციმე არითმია არარეგულარული გულისცემის ფორმაა, რომელიც იწვევს გულში თრომბის წარმოქმნას. შემდეგ ამ თრომბებს შეუძლიათ ტვინში გადაადგილება და ინსულტის გამოწვევა. მოციმციმე არითმია თითქმის ხუთჯერ ზრდის ინსულტის რისკს და მას ძალიან სერიოზულად უნდა მოეკიდოთ.

მოციმციმე არითმიის მკურნალობა (AFib)

გამოიკვლიეთ გაქვთ თუ არა მოციმციმე არითმია და თუ ეს ასეა, რაც შეიძლება მალე დაიწყეთ ექიმთან მურნალობა.

როსმაქსის წნევის აპარატი X5

გამოავლინეთ AFib / PC წნევის ერთი გაზომვით Rossmax "PARR ტექნოლოგიით" - ის წნევის აპარატებით.

როგორ ვუმკურნალოთ
მოციმციმე არითმიას?

  • თუ თქვენი წნევის აპარატი X5 გიჩვენებთ არითმიას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. შესაძლოა დაგჭირდეთ წამლების მიღება მოციმციმე არითმიისგან ინსულტის რისკის შესამცირებლად. თქვენი ექიმი დაგეხმარებათ მკურნალობის გეგმის შედგენაში.
  • თუ გაქვთ სიმპტომები, როგორიცაა გახშირებული გულისცემა და ქოშინი, გამოკვლევებისთვის მიმართეთ ექიმს.
3

უმკურნალეთ დიაბეტს

სისხლში შაქრის მაღალი შემცველობა დროთა განმავლობაში აზიანებს სისხლძარღვებს, რის გამოც მათში თრომბები წარმოიქმნება.

უმკურნალეთ დიაბეტს

აკონტროლეთ შაქრის
შემცველობა სისხლში.

როსმაქის გლუკომეტრი HS200

გაზომეთ სისხლში გლუკოზის დონე რეგულარულად როსმაქსის გლუკომეტრით.

როგორ ხდება გლუკოზის
მაჩვენებლის კონტროლი?

  • ექიმის მითითებით აკონტროლეთ შაქარი სისხლში.
  • დიეტის, ვარჯიშის და წამლების დახმარებით შეძლებთ სისხლში გლუკოზის სასურველი დონის შენარჩუნებას.
4

აკონტროლეთ წონა

სიმსუქნე, ისევე როგორც მასთან დაკავშირებული გართულებები (მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი), ზრდის ინსულტის ალბათობას. თუ ჭარბი წონა გაქვთ, 5 კგ-ს დაკლებამ შესაძლოა რეალური გავლენა იქონიოს ინსულტის რისკზე.

აკონტროლეთ წონა

სხეულის მასის იდეალური ინდექსი (BMI) არის 25 ან ნაკლები. იმუშავეთ თქვენს ექიმთან წონის დაკლების პერსონალური სტრატეგიის შესაქმნელად.

როსმაქსის WF სერიის სხეულის ცხიმის მონიტორი

გააკონტროლეთ თქვენი წონა, BMI (სხეულის მასის ინდექსი) და სხეულის სხვა შესაბამისი შეფასებები როსმაქსის სხეულის ცხიმის მონიტორებით.

როგორ
დავიკლოთ წონაში?

  • შეეცადეთ დღეში არა უმეტეს 1500-2000 კალორია მიირთვათ (ეს დამოკიდებულია თქვენი აქტივობის დონესა და ამჟამინდელ სხეულის მასის ინდექსზე).
  • გაზარდეთ ვარჯიშის რაოდენობა, როგორიცაა სიარული, ლაშქრობა, ველოსიპედით სიარული, გოლფი, იოგა ან ჩოგბურთის თამაში.
5

შეწყვიტეთ მოწევა

მოწევა აჩქარებს თრომბის წარმოქმნას რამდენიმე გზით. ის ასქელებს თქვენს სისხლს და ზრდის არტერიებში ნადების დაგროვების რაოდენობას. ჯანსაღ კვებასთან და რეგულარულ ვარჯიშთან ერთად, მოწევის შეწყვეტა ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი ცხოვრებისეული ცვლილებაა, რაც დაგეხმარებათ ინსულტის რისკის მნიშვნელოვნად შემცირებაში.

შეწყვიტეთ მოწევა

Qშეწყვიტეთ მოწევა და კვლავ
დაიწყეთ თავისუფლად სუნთქვა.

როსმაქსის "ACT" პულსოქსიმეტრი

როსმასის პუსლსოქსიმეტრით დაადგენთ თუ ისახება არტერიის გადაჭარბებული სიმკვრივე და ჟანგბადის დაბალი დონე, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს თრომბით ფილტვებში.

როგორ მივაღწიოთ მოწევისგან
თავისუფალ ცხოვრებას?

  • სთხოვეთ ექიმს რჩევა, დანებებისთვის ყველაზე შესაფერისი გზის შესახებ.
  • გამოიყენეთ მოწევისთვის თავის დანებების საშუალებები, როგორიცაა ნიკოტინის ტაბლეტები ან პლასტერები, კონსულტაციები ან მედიკამენტები.
  • არ დანებდეთ. მწეველთა უმეტესობას რამდენიმე მცდელობა სჭირდება თავის დანებებისთვის. ყოველი მცდელობა დაინახეთ ისე, როგორც თქვენი კიდევ ერთი ნაბიჯი ჩვევის წარმატებით დამარცხებისკენ.
  • სცადეთ ჰოლისტიკური მეთოდები.
6

მეტი ივარჯიშეთ

ვარჯიში ხელს უწყობს წონის დაკლებას და არტერიული წნევის დაქვეითებას, მაგრამ ის ასევე თავისთავად დგას, როგორც ინსულტის დამოუკიდებელი შემამცირებელი.

მეტი ივარჯიშეთ

ივარჯიშეთ ზომიერი ინტენსივობით
კვირაში მინიმუმ ხუთი დღე.

აქტივობის მონიტორი

გაზომეთ თქვენი აქტივობები
როსმაქსის აქტივობის მონიტორით.

როგორ ავიმაღლოთ მოტივაცია
მეტი ვარჯიშისთვის?

  • გაისეირნეთ სამეზობლოში ყოველ დილით საუზმის შემდეგ.
  • დაიწყეთ ფიტნეს კლუბში სიარული მეგობრებთან ერთად.
  • ვარჯიშისას, მიაღწიეთ იმ დონეს, როდესაც მძიმედ სუნთქავთ, მაგრამ მაინც შეგიძლიათ საუბარი.
  • როდესაც შეგიძლიათ, ლიფტის ნაცვლად გამოიყენეთ კიბეები.
  • თუ ვარჯიშისთვის ზედიზედ 30 წუთი არ გაქვთ, გადაანაწილეთ დღეში რამდენიმე, 10– დან 15 – წუთიან მონაკვეთებად.
7

ალკოჰოლის მოხმარება

ალკოჰოლის ძალიან მცირე რაოდენობით მიღებამ შესაძებელია შეამციროს ინსულტის რისკი. კვლევებმა აჩვენა, რომ დღეში დაახლოებით ერთ ჭიქა სასმლის მირთმევის შემთხვევაში, რისკი შეიძლება შემცირდეს, მაგრამ თუ დღეში ორ ჭიქაზე მეტი სასმლის მიღებას დაიწყებთ, თქვენი რისკი ძალიან მკვეთრად გაიზრდება.

მიიღეთ ნაკლები ალკოჰოლი

დღეში ორი ჭიქა სასმელის შემთხვევაში,
თქვენი რისკი მკვეთრად იზრდება.

თქვენი მიზანი

მიირთვით უალკოჰოლო სასმელები ან
დალიეთ მხოლოდ ზომიერი რაოდენობით ალკოჰოლი.

როგორ მივაღწიოთ
ამ მიზანს?

  • დალიეთ მაქსიმუმ ერთი ჭიქა ალკოჰოლი დღეში.
  • თქვენი არჩევანი შეაჩერეთ წითელ ღვინოზე, რადგან ის შეიცავს რესვერატროლს, რომელზეც ფიქრობენ, რომ იცავს გულსა და ტვინს.
  • აკონტროლეთ პორციების ზომები. სტანდარტული ზომის სასმელი არის 1,5 დეცილიტრიანი (დლ) ჭიქა ღვინო, 3,5 დლ ლუდი ან 4 მლ ჭიქა მყარი ალკოჰოლი.

გამოავლინეთ ინსულტი სწრაფად
F-A-S-T

ძალიან ბევრი ადამიანი უგულებელყოფს ინსულტის ნიშნებს, რადგან კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს რეალურია თუ არა მათი სიმპტომები. ჩვენი რეკომენდაციაა, ნუ დაელოდებით რაიმე უჩვეულო სიმპტომს. მოუსმინეთ თქვენს სხეულს და მიენდეთ თქვენს ინსტინქტებს. თუ რამე უჩვეულოდაა, დაუყოვნებლივ მოითხოვეთ პროფესიონალური დახმარება.

B

ბალანსი (Balance)
წონასწორობის დაკარგვა ან თავბრუსხვევა

E

თვალები (Eyes)
ბუნდოვანი მხედველობა ან მხედველობის დაკარგვა.

F

სახე (Face)
სახის ერთი მხარე ჩამოწეულია.

A

მკლავები (Arms)
სისუსტე სხეულის ერთ მხარეს

S

მეტყველება (Speech)
მეტყველება შენელებულია ან უცნაურად ჟღერს.

T

დრო (Time)
დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება

როსმაქსის ჯანმრთელობის აპლიკაცია

როსმაქსის ჯანმრთელობის აპლიკაცია ინახავს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სიცოცხლის შემანარჩუნებელ მონაცემს ერთ აპლიკაციაში. თქვენი სხეულის მასის ინდექსი, არტერიული წნევის მაჩვენებლები, მოციმციმე არითმიის მონაცემები, სისხლში გლუკოზის მაჩვენებლები და ასევე თქვენი აქტივობები დღის განმავლობაში და კიდევ უფრო მეტი ჯანმრთელობის მონაცემები, როგორიცაა SpO2 და თქვენი სხეულის ტემპერატურა.

როსმაქსის ჯანმრთელობის აპლიკაცია

როსმაქსის ჯანმრთელობის აპლიკაცია ინახავს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სიცოცხლის შემანარჩუნებელ მონაცემს ერთ აპლიკაციაში. თქვენი სხეულის მასის ინდექსი, არტერიული წნევის მაჩვენებლები, მოციმციმე არითმიის მონაცემები, სისხლში გლუკოზის მაჩვენებლები და ასევე თქვენი აქტივობები დღის განმავლობაში და კიდევ უფრო მეტი ჯანმრთელობის მონაცემები, როგორიცაა SpO2 და თქვენი სხეულის ტემპერატურა.

არ დაუშვათ

ინსულტი

სკრინინგის
საშუალებით

არ დაუშვათ

ინსულტი

სკრინინგის
საშუალებით

გსურთ მეტის გაგება?
გვეწვიეთ @