სააბაზანოს ციფრული სასწორი არის წონის ელექტრონული მონიტორის ერთ-ერთი ტიპი, რომელიც გამოიყენება სხეულის ცხიმის, სხეულის წონისა, სხეულის მასის ინდექსის (BMI), კუნთის მასის და სხეულში წყლის მასის შესაფასებლად. სააბაზანოს ციფრული სასწორი არის მრავალფუნქციური სმარტ ხელსაწყო.
როსმაქსის ჯანმრთელობის აპლიკაციის საშუალებით შეგიძლიათ თქვენი სისხლის წნევა, გლუკოზა , SpO2, წონა და ტემპერატურა აკონტროლოთ და ეს ყველაფერი მხოლოდ 1 აპლიკაციის გამოყენებით. აპარატები მარტივად დაუკავშირდება აპლიკაციას ბლუთუზის მეშვეობით და ერთი ღილაკის დაჭერით მონაცემებს იმავე წამს იხილავთ. აპლიკაციით შეგიძლიათ იხილოთ გრაფიკები, ტაბულები, ან გაუზიაროთ ინფორმაცია თქვენი ჯანმრთელობის შესახებ მესამე პირს.