Skip to main content

NH60

ხელში დასაჭერი ნებულაიზერი

NH60

ხელში დასაჭერი ნებულაიზერი

the freedom to breathe healthy
the freedom to breathe healthy
the freedom to breathe healthy

ჩვენი VAT ამომფრქვევი ჭიქით წარმოქმნილი ნაწილაკების ზომა არის დაახლოებით 2.43 μm (MMAD), რაც Cascade Impactor-ითაა შემოწმებული. სხვა ჭიქებთან შედარებით, ჩვენი საფირმო ჭიქა მოქმედებს უფრო სწრაფად და ეფექტურად.

  • წვრილი ზომის ნაწილაკების დოზა ≤2.6μm; წვრილი ზომის ნაწიკალების დოზა (FDP): 75-80%
  • წვრილი ნაწილაკების მდგრადი ზომა ეფექტური რესპირატორული მკურნალობისთვის
  • ნებულაიზერის დაპატენტებული ცვალებად სარქველიანი ბოთლი (VAT)
  • მინი ტუმბო
  • ხელში დასაჭერი & უზონდო დიზაინი
  • ხმადაბალი და ჩუმი
  • ძალიან კომპაქტური (6.3 x 6.4 x 15 cm)
  • მოყვება სატუჩე ზრდასრულებისთვის და ნიღაბი ბავშვებისთვის
  • მოყვება 12V გადამყვანი


ცვალებადი სარქველის ტექნოლოგია

კონტროლირებადი ნებულაიზაციის მაჩვენებელი ნაწილაკების თანმიმდევრული ზომით
დაპატენტებულ ცვალებად სარქველს შეუძლია სიბლანტის სხვა და სხვა დონეებს შორის ვარირება თითოეული მომხმარებლის მდგომარეობისა და მოთხოვნილების გათვალისწინებით. ჩვენი VAT ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს ნებულაიზერი ასპირაციის სხვადასხვა დონეს მოვარგოთ 0.08 – 0.20 ml/min მუდმივი ნაწილაკების ზომის დიაპაზონით. ნებულაიზერის სიჩქარე შეიძლება დარეგულირდეს მომხარებლის მიერ ძალიან მარტივად, აპარატის ნაწილების გამოცვლის გარეშე. აორთქლების მაღალი სიჩქარე (გახსნილი სარქველი) გამოიყენება მაღალი სიბლანტის მედიკამენტებისთვის ,პაციენტებში, რომლებსაც უკეთ შეუძლიათ სუნთქვა. აორთქლების დაბალი სიჩქარე (დახურული სარქველი) შესაფერისია ბავშვებისა და ჩვილებისთვის, რომელთაც ფილტვის უფრო დაბალი ტევადობა აქვთ. VAT რეკომენდირებულია რესპირატორული დაავადებების დროს, როგორიცაა ქრონიკული ობსტრუქციული პულმონალური დაავადებება და ასთმა.
Efficient Respiratory
Valve Adjustable Technology
Mini pump technology
Low noise and quiet
Handheld Design
Nebulizer kit, mouthpiece
Masks for adult and child
2 YEAR Warranty

მინი ტუმბო

სპეციალურადაა შექმნილი პატარა ნებულაიზერისთვის. მინი ტუმბო სრულიად ახალი ტექნოლოგიაა მცირე ზომის, პორტატული ნებულაიზერისათვის. ტუმბოს უმაღლესი ხარისხის ნაწილები დამზადებულია როსმაქსის ქარხანაში, იაპონიაში.ტუმბოს მახასიათებლები და ფუნქციები პირდაპირ პასუხობს ნებულაიზერის სპეციფიკაციებს.

ასთმა

ასთმა თვალსაჩინო ხდება, როდესაც სახეზეა ხშირი სპაზმური ქოშინი და ჰაერის უკმარისობა. ისევე როგორც ქრონიკული ბრონქიტის დროს, ამ შემთხვევაშიც ვითარდება ბრონქების ანთება და ფლეგმით ობსტრუქცია . ამასთანავე ხდება სილიის კონგლუტინაცია. რესპირატორული არხები ზოგიერთ გამღიზიანებელზე,როგორიცაა სახლის ან ყვავილის მტვერი, სტრესი და გარემოს დაბინძურება, კუნთების სპაზმით რეაგირებს.

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციუილი დაავადება (COPD) არის ფილტვის ობსტრუქციული დაავადებების ერთ-ერთი სახე, რომლისთვისაც დამახასიათებელია სუნთქვის ხანგრძლივი პერიოდით შესუსტება. მთავარი სიმპტომებია: ჰაერის უკმარისობა და ხველა ნახველით. COPD პროგრესული დაავადებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში უარესდება. საბოლოოდ პაციენტისთვის ყოველდღიური საქმიანობა, როგორიცაა მაგალითად კიბეებზე ასვლა, რთული ხდება. ქრონიკული ბრონქიტი და ემფიზემა ძველი ტერმინებია, რომელიც COPD-ის სხვადასხვა ტიპებს აღწერს.

ეფექტური რესპირაცია

ახალი ტექნოლოგიების გამოიყენება ასთმის, COPD-ისა და რესპირატორული სისტემის სხვა დაავადებების მართვისა და მკურნალობის გასაუმჯობესებლად. ნებულაიზერის სისტემებით პაციენტებს საშუალება აქვთ იმკურნალონ და ეფექტურად მართონ რესპირატორული დაავადებები ნებისმიერ ადგილზე და ნებისმიერ დროს.
აეროზოლის შემოწმება ხდება 2.5% NaF ხსნარის მეშვეობით Cascade Impactor-ის მიერ
MMAD FPD
2.43μm 76.48%
FPD: წვრილი ზომის ნაწილაკების დოზა, ნაწილაკების ზომის პროცენტულობა ნაკლებია 5.0μm-ზე

How to use the NH60?

აქსესუარები

  • გადამყვანი
  • გამოყენების ინსტრუქცია
  • ზრდასრულთა და ბავშვთა ნიღბები
  • ნებულაიზერის ნაკრები, სატუჩარი
  • საჰაერო ფილტრები
გსურთ მეტის გაგება?
გვეწვიეთ @