Skip to main content

NK1000

სამი ერთში რესპირატორული აპარატი

NK1000

სამი ერთში რესპირატორული აპარატი


სუნთქვის სრული გადაწყვეტა

ნებულაიზერი | ნაზალური ასპირატორი | ცხვირის ღრუს გამოსარეცხი
როსმაქსის 3BREATH არის უნიკალური კომპრესორ ნებულაიზერი 3-1-ში, რომელიც აერთიანებს ნებულაიზერს, ცხვირის გამოსარეცხსა და ცხვირის ასპირატორს. ეს ნებულაიზერი ხელს უწყობს მედიკამენტის ეფექტურ მიწოდებას ზედა სასუნთქ გზებსა და ფილტვების პერიფერიებზე. ის უზრუნველყოფს გავრცელებული რესპირატორული პრობლემების ეფექტურ მკურნალობას.

დაპატენტებულ ცვალებად სარქველს შეუძლია სიბლანტის სხვა და სხვა დონეებს შორის ვარირება თითოეული მომხმარებლის მდგომარეობისა და მოთხოვნილების გათვალისწინებით. ჩვენი VAT ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს ნებულაიზერი ასპირაციის სხვადასხვა დონეს მოვარგოთ 0.10 – 0.30 ml/min მუდმივი ნაწილაკების ზომის დიაპაზონით. ნებულაიზერის სიჩქარე შეიძლება დარეგულირდეს მომხარებლის მიერ ძალიან მარტივად, აპარატის ნაწილების გამოცვლის გარეშე.

1 | ნებულაიზერი

  • წვრილი ზომის ნაწილაკების დოზა ≤2.5μm; წვრილი ზომის ნაწიკალების დოზა (FDP): 80-85%
  • ნებულაიზერის დაპატენტებული ცვალებად სარქველიანი ბოთლი (VAT)
  • ხმადაბალი რეჟიმი ხმის დახშობისა და ვიბრაციის მშთანთქმელი დიზაინით
აორთქლების მაღალი სიჩქარე (გახსნილი სარქველი) გამოიყენება მაღალი სიბლანტის მედიკამენტებისთვის ,პაციენტებში, რომლებსაც უკეთ შეუძლიათ სუნთქვა. აორთქლების დაბალი სიჩქარე (დახურული სარქველი) შესაფერისია ბავშვებისა და ჩვილებისთვის, რომელთაც ფილტვის უფრო დაბალი ტევადობა აქვთ. VAT რეკომენდირებულია რესპირატორული დაავადებების დროს, როგორიცაა ქრონიკული ობსტრუქციული პულმონალური დაავადებება და ასთმა.

2 | ცხვირის ღრუს გამოსარეცხი

  • ასუფთავებს ცხვირის ღრუებსა და რინოფარინქსს სეკრეციის, ლორწოსა და მავნე ნივთიერებებისგან და ამსუბუქებს ალერგიულ სიმპტომებს.
  • ცხვირის გამოსარეცხი 10მლ ხსნარს აშხეფებს დაახლოებით 2 წუთში
  • ცხვირის სილიკონის გადამყვანები განაპირობენენ კომფორტულ, რბილ შეხებას და სანდო მიმაგრებას
  • შექმნილია ბიოთავსებადი და არა-ალერგიული მასალით
  • მოყვება 3 ზომის ცხვირის გადამყვანი და შესაფერისია სრული დიაპაზონისთვის
  • სითხის ტევადობა: მაქსიმუმ 20მლ

3 | ნაზალური ასპირატორი

  • ხსნის და ათავისუფლებს ცხვირის ღრუს ლორწოსგან. უსაფრთხოა ჩვილი ბავშვებისთვისაც.
  • Thanks to the Dual pump design, nebulization and suction pump, provides the maximum hygiene to avoid cross infection.
  • ვაკუუმის ცვალებადი დონე
  • ერგონომიული დიზაინი უზრუნველყოფს შეუფერხებელ მუშაობას
  • მაქსიმალური ვაკუუმი ტუმბოს ხვრელთან: -450mmHg
  • მაქსიმალური ჰაერის დინება ტუმბოს ხვრელთან: >5L/min

ასთმა

ასთმა თვალსაჩინო ხდება, როდესაც სახეზეა ხშირი სპაზმური ქოშინი და ჰაერის უკმარისობა. ისევე როგორც ქრონიკული ბრონქიტის დროს, ამ შემთხვევაშიც ვითარდება ბრონქების ანთება და ფლეგმით ობსტრუქცია . ამასთანავე ხდება სილიის კონგლუტინაცია. რესპირატორული არხები ზოგიერთ გამღიზიანებელზე,როგორიცაა სახლის ან ყვავილის მტვერი, სტრესი და გარემოს დაბინძურება, კუნთების სპაზმით რეაგირებს.

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციუილი დაავადება (COPD) არის ფილტვის ობსტრუქციული დაავადებების ერთ-ერთი სახე, რომლისთვისაც დამახასიათებელია სუნთქვის ხანგრძლივი პერიოდით შესუსტება. მთავარი სიმპტომებია: ჰაერის უკმარისობა და ხველა ნახველით. COPD პროგრესული დაავადებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში უარესდება. საბოლოოდ პაციენტისთვის ყოველდღიური საქმიანობა, როგორიცაა მაგალითად კიბეებზე ასვლა, რთული ხდება. ქრონიკული ბრონქიტი და ემფიზემა ძველი ტერმინებია, რომელიც COPD-ის სხვადასხვა ტიპებს აღწერს.

ეფექტური რესპირაცია

ახალი ტექნოლოგიების გამოიყენება ასთმის, COPD-ისა და რესპირატორული სისტემის სხვა დაავადებების მართვისა და მკურნალობის გასაუმჯობესებლად. ნებულაიზერის სისტემებით პაციენტებს საშუალება აქვთ იმკურნალონ და ეფექტურად მართონ რესპირატორული დაავადებები ნებისმიერ ადგილზე და ნებისმიერ დროს.

აქსესუარები

  • ცხვირის ღრუს გამოსარეცხი
  • ნაზალური ასპირატორი
  • გადამყვანი
  • გამოყენების ინსტრუქცია
  • ზრდასრულთა და ბავშვთა ნიღბები
  • ნებულაიზერის ნაკრები, სატუჩარი
  • საჰაერო ფილტრები
გსურთ მეტის გაგება?
გვეწვიეთ @