Skip to main content
  • როგორც
    ტექნოლოგიის ლიდერი

    ჩვენ უზრუნველვყობთ
    კლინიკურ სერტიფიცირებას
  • როგორც
    ტექნოლოგიის ლიდერი

    ჩვენ უზრუნველვყობთ
    კლინიკურ სერტიფიცირებას

გულ-სისხლძარღვთა

გულ-სისხლძარღვთა დავაადებების კლასი მოიცავს გულს ან სისხლძარღვებს. გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს მიეკუთვნება კორონარული არტერიის დაავადებები (CAD), როგორიც არის ...

არტერიოსკლეროზი

არტერიოსკლეროზი არის არტერიული კედლის გასქელება, გამაგრება და ელასტიურობის დაკარგვა. ეს პროცესი თანდათანობით ზღუდავს სისხლის მიმოქცევას ორგანოებსა და ქსოვილებში.

ცხელება

ცხელება არის სხეულის ერთ-ერთი დაცვითი მექანიზმი. როდესაც ბაქტერია ან ვირუსი აღწევს სხეულში და არღვევს მის ფუნქციას , სხეულის დაცვითი მექანიზმი და იმუნური სისტემა აქტიურდება.

დიაბეტი

შაქრიანი დიაბეტი არის მეტაბოლური დარღვევების ერთობლიობა, რომელიც ხასიათდება სისხლში ხალგრძლივი პერიოდის განმავლობაში შაქრის მაღალი დონით.

რესპირატორული

რესპირატორული დაავადება სამედიცინო ტერმინია, რომელიც ადამიანთა სასუნთქ სისტემაში მონაწილე ორგანოებისა და ქსოვილების პათოლოგიურ მდგომარეობას გულისხმობს.

უნიკალური ტექნოლოგიები

უმაღლესი ხარისხის სტანდარტები & კლინიკურად დამტკიცებული საუკეთესო შედეგები

1988 წლიდან, რომსაქსი ბიზნესის ყველა სფეროში მიისწრაფვის საუკეთესო ტექნოლოგიების განვითარებისკენ. მყიდველის მოთხოვნილებების გათვალისწინება არის დაპატენტებული ტექნოლოგიების შექმნის მთავარი მამოძრავებელი ძალა. როდესაც საქმე საუკეთესო ხარისხის სტანდარტებსა და კლინიკურ მოთხოვნებს ეხება, როსამქსი კომპრომისზე არ მიდის.

გულ-სისხლძარღვთა

გულ-სისხლძარღვთა დავაადებების კლასი მოიცავს გულს ან სისხლძარღვებს. გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს მიეკუთვნება კორონარული არტერიის დაავადებები (CAD), როგორიცაა სტენოკარდია და მიოკარდიუმის ინფარქტი (ე.წ გულის შეტევა). სხვა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებია: ინსულტი, გულის უკმარისობა, გულის ჰიპერტენზიული დაავადება, გულის რევმატიული დაავადება, კარდიომიოპათიები, გულის არითმია, გულის თანდაყოლილი მანკები, გულის სარქველის დაავადებები, კარდიტები, აორტის ანევრიზმა და სხვ.
Early detection of atrial fibrilation, premature contraction, trachyardia and bradcardia.
Automatic & Auscultatory measurement available
Detects and indicates whether the cuff is wrapped around the arm properly.
The “Movement Detector” helps reminding the user to remain still and is indicating any body movement during measurement.
Bright Backlight LCD
Jumbo size "XL" digit
Hypertension Risk Indication

მოციმციმე არითმიის, ნაადრევი შეკუმშვების, ტაქიკარდიისა და ბრადიკარდიის ადრეული გამოვლენით შესაძლებელია კარდიოლოგიური დაავადებებისა და ინსულტის განვითარების რისკის შემცირება. გულის დაავადებებს სამედიცინო ყურადღება ესაჭიროება და ამდენად ნაადრევ დიაგნოსტიკას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. PARR-ის ტექნოლოგია აღმოაჩენს არითმიებს წნევის რეგულარული გაზომვის დროს, მომხმარებლის განსაკუთრებული ცოდნისა და ხანგრძლივი გაზომვების გარეშე.

მოციმციმე არითმიის აღმოჩენა (AFib)

გულის ზედა ღრუები (წინაგულები) პარკუჭებში ეფექტური სისხლის მიმოცვლის მაგივრად, არარეგულარულად და სწრაფად იკუმშება (თრთოლავს). ეს მდგომარეობა დაკავშირებულია თრომბების, ინსტულტის, გულის უკმარისობისა და გულთან დაკავშირებული სხვა გართულებების მაღალ რისკთან. იშემიური ინსულტის მქონე პაციენტების 10-20%-ს ასევე გულის მოციმციმე არითმიაც აქვს.

ნაადრევი შეკუმშვის აღმოჩენა (PC)

ზედმეტი, არანორმალური გულის ცემა, რომელიც წარმოიქმნება წინაგულებში ან პარკუჭებში, ან გულის გამტარ კვანძებში. ეს ზედმეტი გულისცემა, რომელიც შესაძლებელია იყოს ერთჯერადი ან განმეორებითი სიხშირის, არღვევს ნორმალურ გულის რითმს და ხანდახან შეიძლება გულმკრედში პალპიტაციები (მაგ. გამოტოვებული გულის ცემა) გამოიწვიოს. თუ არ არის სტრესთან დაკავშირებული, მაშინ შესაძლოა იყოს გულის სხვადასხვა დაავადებებისა და იშემიური ინსულტის მაღალი რისკის ნიშანი.

ტაქიკარდიის აღმოჩენა (TACH)

სწრაფი გულისცემა, რომელიც ზრდასრულებში აღემატება წუთში 100 დარტყმას . თუ არ არის დაკავშირებული ფიზიკურ დატვირთვასთან ან ფსიქოლოგიურ სტრესთან, მაშინ კარდიალური და ექსტრაკარდიალური დაავადებების ინდიკატორია (კორონარული გულის დაავადება, ჰიპერთიროიდიზმი, ცხელება).

ბრადიკარდიის აღმოჩენა (BRAD)

ნელი გულისცემა, რომელიც ზრდასრულებში ნაკლებია წუთში 55 დარტყმაზე. თუ არ არის გამოწვეული ფიზიკურ დატვირთვასთან ადაპტაციისგან, ბრადიკარდია ასოცირებულია მრავალ კარდიალურ და ექსტრაკარდიალურ დაავადებასთან (ელექტროლიტების დისბალანსი, კორონალური ან სარქველის დაავადებები) ან მედიკამენტებთან.
PARR Technology has been developed in close partnership by the renowned German Forschungsinstitut für klinische Medizintechnik (FIMT)

არტერიოსკლეროზი

არტერიოსკლეროზი არტერიების კედლების გასქელება, გამაგრება და ელასტიურობის დაკარგვაა. ეს პროცესი თანთანდანობით ზღუდავს სისხლის მიმოქცევას ორგანოებსა და ქსოვილებში და შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის გაუარესება ათეროსკლეროზის ფონზე. ათეროსკლეროზი არტერიოსკლეროზის სპეციფიკური ფორმაა, რომლის დროსაც არტერიების კედლებში ცხიმის ბალთის, ქოლესტერინის და სხვა ნივთიერებების ჩალაგება ხდება.

ACT (არტერიის შესამოწმებელი ტექნოლოგია) SpO2 სიგნალებს გადაამუშავებს და მიღებული ტალღის ფორმიდან გამომდინარე განსაზღვრავს არტერიის გამაგრების დონეს (არტერიის მდგომარეობას). შემდეგ ის არტერიულ მდგომარეობას 6 კატეგორიად ყოფს და წარმოადგენს შედეგებს ინტუიციურ გრაფიკულ ინტერფეისზე. გულის შეკუმშვის სიხშირის, SpO2 და არტერიული მდგომარეობის შესამოწმებელი ხელსაწყო დღეს უკვე თქვენს ხელთაა!

Instant readings of artery condition
Shield Design against ambient light
Pulse Strength Indicator
Personal SpO2, Heart Rate, Memory Interval thresholds setting
Big 2.4” color TFT display with Backlight
Instant readings of SpO2, heart rate

არტერიული მდგომარეობის შემოწმება

არტერიის მდგომარეობა შეიძლება გვამცნობდეს შემდეგი დაავადებების შესახებ: არტერიოსკლეროზი, პერიფერიული ცირკულაციის დაღვევა და არაერთი გულ-სისხლძარღვთა დაავადება. თქვენი არტერიების შევიწროების კონტროლი როსმაქსის ACT პულსოქსიმეტრით დაგეხმარებათ ადრეულ ეტაპზევე შეიტყოთ სხვადასხვა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შესახებ. ამ არაინვაზიული ტექნოლოგიით პულსოქსიმეტრიმეტრი ამოიცნობს პათოლოგიური არტერიული პერფუზიის მდგომარეობასა და მის პროგრესირების სტატუსს. ასევე, როსმაქსი გთავაზობთ PARR ტექნოლოგიას წნევის აპარატებისთვის. ეს უნიკალური ტექნოლოგია პულსის არითმიის მიხედვით ამოიცნობს ინსულტის რისკს. როსმაქსი გთავაზობთ საუკეთესო საშუალებას თქვენი ჯანმრთელობის მდგომარების მონიტორინგისთვის.

ათეროსკლეროზი

ათეროსკლეროზი არის დაავადება, რომლის დროსაც არტერიებში ბალთები ლაგდება. არტერიები სისხლძარღვებია, რომლებსაც ჟანგბადით მდიდარი სისხლი მიაქვთ გულსა და სხეულის სხვა ორგანოებამდე. ბალთა შედგება ცხიმის, ქოლესეტრინის, კალციუმისა და სისხლში არსებული სხვა ნივთიერებებისგან.

პერიფერიული სისხლძარღვოვანი დაავადება (PVD)

პერიფერული სისხლძარღვოვანი დაავადება (PVD) არის სისხლის მიმოქცევის დაავადება, რომელიც გულის გარეთ არსებული სისხლძარღვების შევიწროვებას, ბლოკირებასა და სპაზმს იწვევს. ეს შეიძლება მოხდეს როგორც არტერიებში, ასევე ვენებში . PVD ძირითადად იწვევს ტკივილსა და დაქანცულობას, უფრო ხშირად ფეხებში, განსაკუთრებით ფიზიკური ვარჯიშის დროს.

გულ-სისხლძარღვთა დაავადება

გულ-სისხლძარღვთა დაავადება ძირითადად გულისხმობს სისხლძარღვის შევიწროებას ან ბლოკირებას , რაც შემდგომ გულის შეტევას, გულმკერდის ტკივილსა (სტენოკარდიას) და ინსულტს იწვევს. გულის დაავადებების ფორმებს ასევე მიეკუთვნება გულის ის მანკები, რომლებიც გულის კუნთს, სარქველს ან გულის რითმს აზიანებს.

ცხელება

ცხელება არის სხეულის ერთ-ერთი დაცვითი მექანიზმი. როდესაც ბაქტერია ან ვირუსი აღწევს სხეულში და არღვევს მის ფუნქციას , სხეულის დაცვითი მექანიზმი და იმუნური სისტემა აქტიურდება. ასეთ დროს, ტვინის ცენტრალური ნერვის საშუალებით სხეულის ტემპერატურა მატულობს. მაღალი ტემპერატურა აჩქარებს მეტაბოლიზმს და ხელს უშლის პათოგენების გამრავლებას.
Multiple-Use
PLUG & SECURE Probe Cover
Highest accuracy by rotating in
3” Scanning Mode or 1” measurement
Backlight LCD
Clean the Probe Cover with alcohol after every use!

პატენტური “PLUG & SECURE” საცმი არის ძალიან გამძლე, იდეალურია მრავალჯერადი მოხმარებისთვის და გთავაზობთ ყურის ტემპერატურის მარტივ და ზუსტ შედეგებს. მომხმარებლებს შეუძლიათ მარტივად მიამაგრონ საფარი და თერმომეტრი მზად არის გამოსაყენებლად.

განგრძობითი სკანირების რეჟიმი

განგრძობითი სკანირების რეჟიმის გამოყენებისას თერმომეტრი მთლიანად ათვალიერებს ყურის არხს და აფიქსირებს უმაღლეს ტემპერატურას. დააჭირეთ ხელი START ღილაკს 3 წამის განმავლობაში, ყურის არხში ფრთხილად დაატრიალეთ თერმომეტრი და ეკრანზე ზუსტი მაჩვენებელი გამოჩნდება.

საფარის უკონტაქტო შეცვლა

საფარის გამოცვლა მარტივად ხდება ყოველი გაზომვის წინ შეხების გარეშე, რათა არ მოხდეს ინფექციის გადაცემა.

დიაბეტი

შაქრიანი დიაბეტი არის მეტაბოლური დარღვევების ერთობლიობა, რომელიც ხასიათდება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სისხლში შაქრის მაღალი დონით. სისხლში შაქრის მაღალი დონე განაპირობებს შემდეგ სიმპტომებს: ხშირი შარდვა, გაძლიერებული წყურვილისა და შიმშილის შეგრძნება. მკურნალობის გარეშე დიაბეტმა შეიძლება არაერთი გართულება გამოიწვიოს. შესაძლოა განვითარდეს შემდეგი მწვავე გართულებები: დიაბეტური კეტოაციდოზი, ჰიპერსომოლარული ჰიპერგლიკემიური მდგომარეობა, ან სიკვდილი. დიაბეტის სერიოზული გრძელვადიანი გართულებებია: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ინსულტი, თირკმლის ქრონიკული დაავადებები, ტერფის წყლულები და თვალების დაზიანება

განვითარებული GDH-FAD ტექნოლოგია

(შესაფერისია ფართო HCT დიაპაზონთან: 0-70%)
GDH-FAD ტესტ-ჩხირები არ შედის რეაქციაში ჟანგაბდთან და არა-გლუკოზურ ნახშირწყლებთან (როგორიცაა მალტოზა და გალაქტოზა) რის შედეგადაც გთავაზობთ ყველაზე სანდო და ზუსტ მაჩვენებლებს.

ფერმენტი GDH-FAD GDH-PQQ GOD
ჟანგბადი ცვლის შედეგებს არა არა დიახ
გალაქტოზა ცვლის შედეგებს არა დიახ არა
მატლოზა ცვლის შედეგებს არა დიახ არა
Auto Coding
Measures with Small Blood Sample
Stores up to 500 Results
5 seconds Fast Test Time
Alternative Site Testing Approved
7/14/30 Days Average for blood glucose patterns tracking

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის დროს ორგანიზმი კარგავს პანკრეასის ბეტა უჯრედებს, რომლებიც გამოყოფენ ინსულინს, რაც იწვევს ინსულინის ნაკლებობას. ტიპი 1 იყოფა ორ ქვეტიპად: იმუნური სისტემით განპირობებული და იდიოპათიური. დიაბეტი ტიპი 1-ის უმრავლესობა იმუნურ სისტემასთანაა დაკავშირებული: უჯრედებზე ავტოიმუნური შეტევა იწვევს ბეტა უჯრედების და შესაბამისად ინსულინის რაოდენობის შემცირებას. ეს დაახლოებით შაქრიანი დიაბეტის 10%-ის გამომწვევი მიზეზია ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში.

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 ხასიათდება ინსულინრეზისტენტობით და ინსულინის შემცირებული სეკრეციით. ორგანიზმის ქსოვილები ვერ რეაგირებენ ინსულინზე, რისი მიზეზეზიც, სავარაუდოდ, ინსულინის რეცეპტორებია, თუმცა არ არის ცნობილი, კონკრეტულად, რეცეპტორების რომელი დაზიანებები იწვევს ამას. შაქრიანი დიაბეტის შემთხვევები, რომელთა გამომწვევი მიზეზებიც ცნობილია, დაყოფილია სხვადასხვა ტიპებად. დიაბეტი ტიპი 2, შაქრიანი დიაბეტის ყველაზე გავრცელებული ფორმაა.

Alternative Site Testing (AST)

Rossmax' Lancing Device provides you Alternative Sites Testing (with optional Cap). This system provides you to test on the palm and the forearm with the equivalent results to fingertip testing. Physiological differences in the circulation between the finger and other test sites like the forearm and palm may result in differences in blood glucose measurements from the other test sites and your fingertips. Changes in blood glucose may be observed in finger blood samples sooner than blood samples from the forearm and other alternative sites. Just remember: any time you want to be sure of an accurate, up-to-date blood glucose reading, test on your fingertip.

რესპირატორული

რესპირატორული დაავადება სამედიცინო ტერმინია, რომელიც ადამიანის სასუნთქ სისტემაში მონაწილე ორგანოებისა და ქსოვილების პათოლოგიურ მდგომარეობას გულისხმობს. ეს პათოლოიგიური მდგომარეობები მოიცავს ზედა სასუნთქ გზებს, ტრაქეას, ბრონქებს, ბრონქიოლებს, ალვეოლებს, პლევრას, პლევრის ღრუს, სასუნთქ სისტემაში მონაწილე ნერვებსა და კუნთებს. რესპირატორული დაავადებების დიაპაზონი ვრცელდება მსუბუქი და თვითგანკურნებადიდან (როგორიც არის გაციება), სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობებამდე, (როგორიც არის ბაქტერიული პნევმონია, ფილტვის ემბოლია, მწვავე ასთმა და ფილტვის კიბო).

როსმაქსის 3BREATH არის უნიკალური კომპრესორ ნებულაიზერი 3-1-ში, რომელიც აერთიანებს ნებულაიზერს, ცხვირის გამოსარეცხსა და ცხვირის ასპირატორს. ეს ნებულაიზერი ხელს უწყობს მედიკამენტის ეფექტურ მიწოდებას ზედა სასუნთქ გზებსა და ფილტვების პერიფერიებზე. ის უზრუნველყოფს გავრცელებული რესპირატორული პრობლემების ეფექტურ მკურნალობას.

Compressor nebulizer
Nasal Washer
Nasal Aspirator
VA Technology

ცვალებადი სარქველის ტექნოლოგია

დაპატენტებულ ცვალებად სარქველს შეუძლია სიბლანტის სხვა და სხვა დონეებს შორის ვარირება თითოეული მომხმარებლის მდგომარეობისა და მოთხოვნილების გათვალისწინებით. ჩვენი VAT ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს ნებულაიზერი ასპირაციის სხვადასხვა დონეს მოვარგოთ 0.08-0.50 ml/min მუდმივი ნაწილაკების ზომის დიაპაზონით. ნებულაიზერის სიჩქარე შეიძლება დარეგულირდეს მომხარებლის მიერ ძალიან მარტივად, აპარატის ნაწილების გამოცვლის გარეშე.

ეფექტური რესპირაცია

ახალი ტექნოლოგიების გამოიყენება ასთმის, COPD-ისა და რესპირატორული სისტემის სხვა დაავადებების მართვისა და მკურნალობის გასაუმჯობესებლად. ნებულაიზერის სისტემებით პაციენტებს საშუალება აქვთ იმკურნალონ და ეფექტურად მართონ რესპირატორული დაავადებები ნებისმიერ ადგილზე და ნებისმიერ დროს.

ასთმა

ასთმა თვალსაჩინო ხდება, როდესაც სახეზეა ხშირი სპაზმური ქოშინი და ჰაერის უკმარისობა. ისევე როგორც ქრონიკული ბრონქიტის დროს, ამ შემთხვევაშიც ვითარდება ბრონქების ანთება და ფლეგმით ობსტრუქცია . ამასთანავე ხდება სილიის კონგლუტინაცია. რესპირატორული არხები ზოგიერთ გამღიზიანებელზე,როგორიცაა სახლის ან ყვავილის მტვერი, სტრესი და გარემოს დაბინძურება, კუნთების სპაზმით რეაგირებს.

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციუილი დაავადება (COPD) არის ფილტვის ობსტრუქციული დაავადებების ერთ-ერთი სახე, რომლისთვისაც დამახასიათებელია სუნთქვის ხანგრძლივი პერიოდით შესუსტება. მთავარი სიმპტომებია: ჰაერის უკმარისობა და ხველა ნახველით. COPD პროგრესული დაავადებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში უარესდება. საბოლოოდ პაციენტისთვის ყოველდღიური საქმიანობა, როგორიცაა მაგალითად კიბეებზე ასვლა, რთული ხდება. ქრონიკული ბრონქიტი და ემფიზემა ძველი ტერმინებია, რომელიც COPD-ის სხვადასხვა ტიპებს აღწერს.

APP FOR IOS & ANDROID

როსმაქსის ჯანმრთელობის აპლიკაცია

როსმაქსის ჯანმრთელობის აპლიკაციის საშუალებით შეგიძლიათ თქვენი სისხლის წნევა, გლუკოზა , SpO2, წონა და ტემპერატურა აკონტროლოთ და ეს ყველაფერი მხოლოდ 1 აპლიკაციის გამოყენებით. აპარატები მარტივად დაუკავშირდება აპლიკაციას ბლუთუზის მეშვეობით და ერთი ღილაკის დაჭერით მონაცემებს იმავე წამს იხილავთ. აპლიკაციით შეგიძლიათ იხილოთ გრაფიკები, ტაბულები, ან გაუზიაროთ ინფორმაცია თქვენი ჯანმრთელობის შესახებ მესამე პირს.

როსმაქსის 29 სხვა ტექნოლოგია.

მონიტორინგისა და მკურნალობის გასამარტივებლად

წნევის აპარატები
დღე-ღამის საშუალო მონაცემის რეჟიმი
დღე-ღამის საშუალო მეხსიერების რეჟიმი გაძლევთ საშუალებას, გადახედოთ თქვენი მონაცემების ისტორიას, მათ შორის დღე-ღამის განმავლობაში დაფიქსირებულ საშუალო მაჩვენებლებს. ის გამოთვლის და აჩვენებს 7/14/21/28 დღეების საშუალო მონაცემებს, რომლებიც დღისა და ღამის მონაკვეთში გაიზომეთ. სისხლის წნევის მონაცემები მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის, იმის შესახებ, თუ როგორც იცვლება დღის განმავლობაში თქვენი წნევა. მონიტორი თითოეული მომხმარებლისათვის 28 დღის მანძილზე ინახავს საშუალო მონაცემებს.
აუსკულტაციური & ავტომატური რეჟიმი - შეცვლადი
აუსკულტაციურ რეჟიმში მანჟეტი ავტომატურად იბერება. ჰაერის გამოშვების დროს კი, კოროტკოფის ხმების ამოცნობა ფონეიდოსკოპით ხდება . აპარატზე ფიქსირდება სისტოლური და დიასტოლური მაჩვენებლები.
ბლუთუზით გადაცემის ტექნოლოგია
როსმაქსი გვთავაზობს უახლეს ბლუთუზ 4.0 ტექნოლოგიას, რაც საშუალებას გაძლევთ,აპარატზე დაფიქსირებული მონაცემები სმარტფონებში გადაიტანოთ. ეს ტექნოლოგია საშუალებას გაძლევთ მონაცემები ინტეგრირებული ბლუთუზით გააგზავნოთ სმარტფონებში.
მანჟეტის დეტექტორი (CD)
ამოიცნობს და გიჩვენებთ, არის თუ არა მანჟეტი მკვლავის გარშემო სწორად შემოხვეული.
კოროტკოფის ციფრული ტექნოლოგია
DK ციფრული ტექნოლოგია არის ტრადიციული ოსცილომეტრის მეთოდისა და კოროტკოფის მეთოდის გაერთიანება. DK ტექნოლოგია მანჟეტში ჩადგმული მიკროფონით, ექიმივით ისმენს მონაცემებს წნევის გაზომვის დროს. ექსკლუზიური DK ტექნოლოგია წნევისა და ხმიანობის კომბინაციის საშუალებით ზუსტ მაჩვენებლებს აფიქსირებს. მონიტორს ‘ორმაგი-სენსორის’ მანჟეტის სიტემა აქვს. დადასტურებულია, რომ ხელსაწყო, რომელიც აუსკულტაციის მეთოდს იყენებს, უფრო მეტად უახლოვდება ოქროს სტანდარტს, ვიდრე ის ხელსაწყოები, რომლებიც ოსცილომეტრის მეთოდებს ეყრდნობა.
ციფრული ტექნოლოგია
ციფრული აპარატები სისხლის წნევის გასაზომად ოსცილომეტრიის მეთოდს იყნებენ . საჭირო წნევამდე მანჟეტის მექანიკური გაბერვის შემდეგ, ჰაერის გამოშვების დროს, ხელსაწყო აფიქსირებს წნევის ოსცილაციის ამპლიტუდასა და მრუდს და შესაბამისად ადგენს სისტოლულ, დიასტოლურ წნევასა და პულსს.
ჰიპერტენზიის რისკის მაჩვენებელი
სისხლის მაღალი წნევის ეროვნული საგანმანათლებლო პროგრამის საკოორდინაციო კომიტეტმა (JNC-7) შეიმუშავა სტანდარტი, რომელიც სისხლის წნევის შედეგებს 4 კატეგორიად ყოფს. ეს საზომი აპარატი აღჭურვილია რისკის ინოვაციური ინდიკატორით, რომელიც ვიზუალურად გაჩვენებთ შესაძლო რისკის დონეს (პრეჰიპერტენზიული/ პირველი სტადიის ჰიპერტენზია/ მეორე სტადიის ჰიპერტენზია) წნევის ყოველი გაზომვის შემდეგ.
არარეგულარული გულისცემის (IHB) დეტექტორი
აპარატები, რომლებიც აღჭურვილია არარეგულარული გულისცემის დეტექტორით , საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, რომელთაც არარეგულარული გულისცემა აქვთ, მიიღონ ზუსტი მაჩვენებლები და ყურადღება მიაქციონ არარეგულარული გულისცემის არსებობას. არარეგულარული გულისცემის ალგორითმი ავტომატურად განსაზღვრავს სწორად მოხდა გაზომვა თუ აუცილებელია განმეორებითი გაზომვა. თუ აპარატის ეკრანზე არარეგულარული გულისცემის სიმბოლო ხშირად ჩნდება, მიმართეთ ექიმს.
მოძრაობის დეტექტორი
სხეულის მოძრაობის დეტექტორი მომხარებელს ახსენებს, რომ წნევის გაზომვის დროს ხელი არ უნდა ამოძრაონ და ასევე აფიქსირებს მოხდა თუ არა სხეულის მოძრაობა გაზომვის პროცესში. თუკი სხეულის მოძრაობა ფიქსირდება, ეკრანზე ჩნდება სპეციალური სიმბოლო. ასეთი სიმბოლოები მომხმარებლებს ახსენებს, რომ წნევის გაზომვის დროს არ უნდა იმოძრაონ და ასევე ზრდის მონაცემების სიზუსტეს.
მობილური კალიბრაციის სისტემა
მარეგულირებელი სააგენტოების უმეტესობა გირჩევთ სამედიცინო აპარატურის განმეორებით კალიბრაციას, თუმცა ეს უკავშირდება სხვადასხვა ტექნიკურ სირთულეს. ხელსაწყოს ხელახალი კალიბრაცია შესაძლოა მწარმოებლის მიერ ან განსაკუთრებული ხელსაწყოს მეშვეობით. როსმაქსი 2 წლის მანძილზე აყალიბდებდა მსოფლიოში პირველ მობილური კალიბრაციის სისტემას, რადგან ეს უმნიშვნელოვანესია როგორც აპარატების სიზუსტისათვის, ასევე მომხმარებლებისთვის. უბრალოდ დაუკავშირეთ როსმაქსის ხელსაწყო სისტემას მისი ინტუიციური ოპერატიული სისტემით და რეკალიბრაცია რამდენიმე წამში მოხდება
მოსვენებული მდგომარეობის დეტექტორი
ჰემოდინამიკის სტაბილურობის დამდგენი (HSD) - გამორიცხავს სისხლის წნევის გაზომვისას ყველა შესაძლო უზუსტობას, რომელიც სტრესით ან ფიზიკური დატვირთვით შეიძლება იყოს გამოწვეული. მისი დახმარებით, სისხლის წნევის საშუალო მონაცემის დასადგენად განმეორებითი გასინჯვა აღარ არის აუცილებელი. ყველაზე ხშირი შეცდომა სისხლის წნევის გაზომვის დროს სწორედ მომხმარებლის არამოსვენებული მდგომარეობაა, რომელსაც HSD ტექნოლოგია მარტივად აფიქსირებს. ზუსტი სამედიცინო შეფასებისთვის აუცილებელია პაციენტმა წნევა მოსვენებულ მდგომარეობაში გაიზომოს.
Real FUZZY ტექნოლოგია
Real FUZZY ტექნოლოგია საზღვრავს მანჟეტის იდეალურ წნევას, რომელიც დამოკიდებულია მომხარებლის სისტოლურ წნევასა და მკლავის ზომაზე. მომხმარებლებს აღარ უწევთ მანჟეტის გაბერვის დონის წინასწარი მითითება. ეს ტექნოლოგია გამორიცხავს მკლავის დისკომფორტს, რომელიც მაღალი ინფლაციით არის განპირობებული და ხელს უშლის არაზუსტი მონაცემების მიღებას, რაც მანჟეტის არასწორი გაბერვის დონიმ შეიძლება გამოიწვიოს.
Smart Sense ტექნოლოგია
Smart Sense ტექნოლოგია იყენებს ჰაერის კონტროლის დახვეწილ სისტემას. ჩაფუშვის სიჩქარეს ელექტრონული სარქველი აკონტროლებს . ეს აპარატს საშუალებას აძლევს გააანალიზოს პულსის სიგნალი და დაარეგულიროს მანჟეტის წნევა ჩაფუშვის დროს . ეს მნიშვნელოვნად ეხმარება სწორი გაზომვის პროცესს და აუმჯობესებს შედეგების სიზუსტეს.
საუბრის ფუნქცია
მომხმარებლის სურვილიდან გამომდინარე აპარატზე შესაძლებელია საუბრის ფუნქციის ჩართვა და გამორთვა. აპარატი გთავაზობთ წნევის გაზომვის დაწყებიდან მაჩვენებლების აღწერამდე - სრული პროცესის ხელმძღვანელობას აუდიო/საუბრის ფუნქციით.
სერტიფიკატები
დამტკიცებულია ESH-ის მიერ
აპარატები, რომლებზეც ამ ნიშანს შეხვდებით, აკმაყოფილებს ევროპული ჰიპერტენზიის საზოგადოების კრიტერიუმებს და პასუხობს მათ ყველა მოთხოვნას. ეს აპარატი ასევე აკმაყოფილებს სამედიცინო ინსტრუმენტების განვითარების ასოციაციის სტანდარტებს (AAMI).
BHS A/A ხარისხი
აპარატებს, რომლებზეც ამ ნიშანს შეხვდებით, მიენიჭათ უმაღლესი შეფასება ბრიტანული ჰიპერტენზიის საზოგადოების მიერ. ეს აპარატი ასევე სრულად აკმაყოფილებს სამედიცინო ინსტრუმენტების განვითარების ასოციაციის სტანდარტებს (AAMI).
პულსოქსიმეტრები
არტერიული მდგომარეობის შემოწმება
არტერიის მდგომარეობა შეიძლება გვამცნობდეს შემდეგი დაავადებების შესახებ: არტერიოსკლეროზი, პერიფერიული ცირკულაციის დაღვევა და არაერთი გულ-სისხლძარღვთა დაავადება. თქვენი არტერიების შევიწროების კონტროლი როსმაქსის ACT პულსოქსიმეტრით დაგეხმარებათ ადრეულ ეტაპზევე შეიტყოთ სხვადასხვა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შესახებ. ამ არაინვაზიული ტექნოლოგიით პულსოქსიმეტრიმეტრი ამოიცნობს პათოლოგიური არტერიული პერფუზიის მდგომარეობასა და მის პროგრესირების სტატუსს. ასევე, როსმაქსი გთავაზობთ PARR ტექნოლოგიას წნევის აპარატებისთვის. ეს უნიკალური ტექნოლოგია პულსის არითმიის მიხედვით ამოიცნობს ინსულტის რისკს. როსმაქსი გთავაზობთ საუკეთესო საშუალებას თქვენი ჯანმრთელობის მდგომარების მონიტორინგისთვის.
მაღალი/დაბალი SpO2 & HR პარამეტრი
განსხვავებული მოთხოვნილებების მიხედვით (მაგ:გადაუდებელი მონიტორინგი, ძილის აპნეის მონიტორინგი და ა.შ ) შესაძლებელია სხვადასხვა SpO2ისა და გულის სიჩქარის სასაზღვრო დონის დაყენება. გარდა ამისა, შესაძლებელია სასიგნალო ზარის დაყენება,რომელიც მომხმარებელს აფრთხილებს,როდესაც პარამეტრები კრიტიკულ ზღვარს სცდება.
ნებულაიზერები
მდგრადი ნაწილაკის ზომა
VA ტექნოლოგიის ნებულაიზერის საშუალო ნაწილაკების ზომა 2.1μm (MMAD)-ს შეადგენს და FPD (წვრილი ნაწილაკების დოზა) Cascade Impactor-ის ტესტირების მიხედვით აღემატება 81%-ს, რაც უზრუნველყოფს ეფექტურ მკურნალობას.
დაბალი ხმა
კომპრესორ ნებულაიზერებში ხმის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ყველა ტიპის ხმაური და ვიბრაცია მნიშნელოვნად დაქვეითებულია უნიკალური ხმის დახშობისა და ვიბრაციის-შთანმთქმელი ტექნოლოგიით.
Mesh ტექნოლოგია
პორტატული, ჩუმი და პრაქტიკული - როსმაქსის Mesh ნებულაიზერი შექმნილია საუკეთესო ტექნოლოგიით Mesh ნებულაიზერი ელექტროენერგიის გამოყენებით ქმნის ვიბრაციას, რაც ეხმარება მედიკამენტის ძალიან მცირე აეროზოლების წარმოქმნაში, რომელიც რესპირატორულ მკურნალობის დროს გამოიყენება. როსმაქსის ნებულაიზერი მოსახერხებელი და ეფექტურია, რასაც პორტატული და უხმაურო დიზაინი განაპირობებს.
მინი ტუმბო
სპეციალურადაა შექმნილი პატარა ნებულაიზერისთვის. მინი ტუმბო სრულიად ახალი ტექნოლოგიაა მცირე ზომის, პორტატული ნებულაიზერისათვის. ტუმბოს უმაღლესი ხარისხის ნაწილები დამზადებულია როსმაქსის ქარხანაში, იაპონიაში.ტუმბოს მახასიათებლები და ფუნქციები პირდაპირ პასუხობს ნებულაიზერის სპეციფიკაციებს.
ცვალებადი სარქველის ტექნოლოგია
დაპატენტებულ ცვალებად სარქველს შეუძლია სიბლანტის სხვა და სხვა დონეებს შორის ვარირება თითოეული მომხმარებლის მდგომარეობისა და მოთხოვნილების გათვალისწინებით. ჩვენი VAT ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს ნებულაიზერი ასპირაციის სხვადასხვა დონეს მოვარგოთ 0.08-0.50 ml/min მუდმივი ნაწილაკების ზომის დიაპაზონით. ნებულაიზერის სიჩქარე შეიძლება დარეგულირდეს მომხარებლის მიერ ძალიან მარტივად, აპარატის ნაწილების გამოცვლის გარეშე.
თერმომეტრები
მოწინავე ინფრაწითელი საზომი სისტემა
ტემპერატურის უკონტაქტო გაზომვისათვის - მოწინავე ინფრაწითელი ტემპერატურის საზომი (თერმომეტრი) მოიპოვებს ზუსტ და სანდო მაჩვენებლებს. შუბლის ტემპერატურის საზომი სისტემა დამზადებულია კანის სისტემური კლინიკური დაკვირვების სტატისტიკაზე დაყრდნობით. ერთწამიანი უკონტაქტო თერმომეტრი საუკეთესო არჩევანია სხეულის ტემპერატურის დასადგენად .ვინაიდან აპარატს ტემპერატურის გაზომვა შუბლიდან 5 სმ-ის დაშორებით შეუძლია, ის ასევე ახდენს ინფექციის გადაცემის პრევენციას.
სწრაფი შედეგი
1-60 წამიანი სწრაფი გაზომვა, მანათობელი ეკრანით და ხმოვანი სიგნალით, რომელიც გაცნობებთ, რომ გაზომვა დასრულდა.
ტემპერატურის ტელეფოტო მეთოდით გაზომვა
ტემპერატურის უკონტაქტო გაზომვისთვის - როსმაქსის ახალი თოფის ტიპის შუბლის თერმომეტრი უზრუნველყოფს ზუსტი მაჩვენებლების მიღებას შუბლიდან უფრო დიდი დაშორებით ( 10სმ-ის ფარგლებში) კანთან შეხების გარეშე.
წყალგაუმტარი
სპირტითა და ბამბით, ხელსაწყოსა და წყალგაუმტარი საცმის გასუფთავება მარტივადაა შესაძლებელი.
გსურთ მეტის გაგება?
გვეწვიეთ @